Home Blog გვერდი 152

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს

0

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, მაქსიმალურად აარიდონ თავი ხალხმრავალ შეკრებებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 928 030 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 888 022 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 13 646 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 857 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 951 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლარიანი ღონისძიება იანვრშიც გაგრძელდება

0

200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და იმ პირთა ასაკი, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწევს, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილება ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის კიდევ უფრო წახალისებას ისახავს მიზნად და ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა „განთიადის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრი ,,განთიადი“ ყოველწლიურად, წინა საახალწლოდ ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით ღონისძიებას მართავს. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად   ცენტრს ესტუმრა, ბენეფიციარებს საშობაო ნობათი გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

კომუნალური მეურნეობის თანამშრომლებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

0

მაშინ, როცა შუაღამეა და ქალაქს სძინავს არიან ადამიანები, რომლებიც იღვიძებენ და სამუშაოდ მიდიან, გათენებას და მზის ამოსვლას კი უკვე დაღლილები,  ქუჩაში ხვდებიან.

ბოლნისის  სისუფთავეზე კომუნალური მეურნეობის  სამსახურის 85-მდე მეეზოვე ზრუნავს. ისინი დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ მათი სამუშაო ტერიტორია სუფთა და სანიმუშო იყოს. როგორც თავად ამბობენ ხელმძღვანელობის მხრიდან  ყურადღებას ყოველთვის გრძნობენ, სამსახურმა ტრადიციას არც წელს უღალატა, თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საშობაო ნობათები გადასცა.

ეკატერინა თათაროვა –  მეეზოვე:

 12 წლის  ვიყავი მეეზოვედ რომ დავიწყე მუშაობა  დედასთან ერთად. წლები გავიდა და  ასე შემოვრჩი უკვე 25 წელია. ძალიან სასიხარულოა, როცა შენს შრომას აფასებენ, ადამიანების გახარება მცირე საჩუქარსაც შეუძლია, ნობათი კი, რომელსაც ყოველწლიურად გადმოგვცემენ, საახალწლო სუფრისთვის გვადგება, ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს.

არემჯის მხარდაჭერით, დიდგორელის მონაწილეებმა უცნობი ბოლნისის თემაზე შემეცნებითი მინი ფილმები გადაიღეს

0

საგანმანათლებლო პროექტ დიდგორელის მონაწილეებმა გოეთეს ინსტიტუტში უცნობი ბოლნისის თემაზე შექმნილი მინი ფილმების პრეზენტაცია გამართეს.

უცნობი ბოლნისი  –  დიდგორელის კიდევ ერთი შემეცნებითი კომპონენტია, რომელიც სასკოლო კონკურსში ჩართული ახალგაზრდების მიერ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტებისა თუ ძეგლების შესახებ ვიდეოების სერიის მომზადებას ითვალისწინებს.

დიდგორელის ავტორი, ისტორიკოსი ლევან ჟვანია, პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს  პროექტისთვის მოძიებული მასალების შესახებ ესაუბრა და არაერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი გაიხსენა.  მისი თქმით,  მინი დოკუმენტურ ფილმებზე,  მუშაობა საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა შედეგმა გაამართლა და ვიდეოებმა მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია:

„ყველასათვის საყვარელი და მრავალსაუკუნოვანი ბოლნისი, არაერთ მნიშვნელოვან  ისტორიულ ფაქტს თუ ნაკლებად ცნობილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ინახავს. სწორედ ამ უცნობი ადამიანების, ფაქტებისა თუ მნიშვნელოვანი ძეგლების შესახებ ისტორიაზე შეყვარებულმა ბოლნისელმა დიდგორელებმა, ჩვენთან ერთად მოიძიეს და დაამუშავეს საარქივო მასალები და მათი კვლევის შედეგს მინი ფილმების სახით ვთავაზობთ საზოგადოებას, სადაც მთხრობელებიც ჩვენი დიდგორელები არიან“  – აღნიშნა ლევან ჟვანიამ.

უცნობი ბოლნისის  –  ფარგლებში გადაღებული 6 მინი ფილმი ბოლნისის სიონის უძველესი წარწერების, XIII საუკუნის ისტორიული ძეგლის წუღრუღაშენის, სულხან-საბა ორბელიანის უმცროსი ძმის თბილელი მიტროპოლიტისა და მეცნიერის ნიკოლოზ ორბელიანის, ბოლნისელი ეპისკოპოსი დავითისა და კატარინენფელდში მცხოვრები  გერმანელების შესახებ საინტერესო ცნობებს  აერთიანებს.

„ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად დიდგორელმა 2021 წელსაც მოახერხა, არაერთი საკონკურსო ტურის, კონფერენციის თუ სხვა შემეცნებითი ღონისძიების გამართვა. ვფიქრობ, რომ მინი ფილმების სერია განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი თავად  დიდგორელების ჩართულობით მომზადდა და გავრცელდება ახალგაზრდებში.„განაცხადა არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

ქვემო ქართლის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე ბოლნისელი საბა სულთანიშვილი გახდა

0

ქვემო ქართლის თასი 2021 | რუსთავის „ფოლადის“სტადიონზე დასრულდა ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებული ბავშვთა ტურნირი („ქვემო ქართლის თასი“), სადაც მონაწილეობას იღებდა ქვემო ქართლის რეგიონის ასაკობრივი გუნდები.ტურნირის დასკვნით დღეს ჯერ გაიმართა ნახევარფინალური მატჩები და ისე მოხდა, რომ ორივე შემთხვევაში, გამარჯვებული გამოვლინდა პენალტების სერიაში.ნახევარფინალებიA1 – B2. რუსთავი-სიონი (ბოლნისი) 1:1 (3:4, პენალტებში)A2 – B1. რუსთავი-1-შტურმი (სართიჭალა) 0:0 (6:5, პენალტებში) III ადგილისათვის მატჩში „რუსთავმა“ 3:0 დაამარცხა „შტურმი“.ფინალში, „რუსთავი-1“-მა (მწვრთნელები: გურამ ჯაფარიძე, გიორგი ვარდოსანიძე) დაამარცხა „სიონი“ (2:0) და „ქვემო ქართლის თასის“ გამარჯვებული გახდა!ტურნირის დასრულების შემდეგ, გაიმართ დაჯილდოება.ტურნირის არბიტრებს, ბაჩო ხატელიშვილსა და გიგა ჭეიშვილს სამახსოვრო პრიზები გადასცა ცნობილმა ვეტერანმა არბიტრმა ჯემალ წერეთელმა; საუკეთესო მეკარე: გიორგი კიტი („რუსთავი-1“). პრიზი გადასცა ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრმა ზაზა ტოგონიძემ; საუკეთესო მცველი: ლუკა ბალახაძე („რუსთავი-1“); პრიზი გადასცა ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან სილაგაძემ; საუკეთესო ნახევარმცველი: ლექსო ხარიტონაშვილი („რუსთვი“). პრიზი გადასცა სტადიონ“ფოლადის“ დირექტორმა თამაზ გაბრიჭიძემ; საუკეთესო თავდამსხმელი: ნიკა რევიშვილი („რუსთავი-1“). პრიზი გადასცა რუსთავის ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ; საუკეთესო ბომბარდირი: საბა სულთანიშვილი („სიონი“). პრიზი გადასცა ვარლამ კილასონიამ; საუკეთესო გოლი: საბა კაკიაშვილი („რუსთავი“). პრიზი გადასცა რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა, რიგის „ვალმიერას“ ფეხბურთელმა ლუკა სილაგაძემ; ჟიურის სიმპათია: საბა გელაშვილი („შტურმი“). პრიზი გადასცა რუსთავის ვეტერანმა ფეხბურთელმა ლაშა სილაგაძემ;ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: საბა სულთანიშვილი („სიონი“). პრიზი გადასცა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გია თავაძემ; IV ადგილზე გასულ სართიჭალას „შტურმს“ სამახსოვრო თასი გადასცა ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა შუბითიძემ; III ადგილზე გასულ „რუსთავს“ სამახსოვრო თასი და ბრინჯაოს მედლები გადასცა ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ტუხაშვილმა; II ადგილზე გასულ „სიონს“ სამახსოვრო თასი და ვერცხლის მედლები გადასცა ქალაქ რუსთავის სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დემეტრაშვილმა; I ადგილზე გასულ „რუსთავი-1“-ს სამახსოვრო თასი და ოქროს მედლები გადასცა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ.

გოგი მეშველიანი: ბედნიერია ჩვენი ერი, რომ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44 -ე წლისთავს ულოცავს. “ბედნიერია ჩვენი ერი, რომ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ილია II. მსურს მას და სრულიად საქართველოს მივულოცო პატრიარქის აღსაყდრების 44 წლის იუბილე! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არის სიკეთის, სიყვარულის, სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცის მაგალითი. ჩვენს სულიერ მამას ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ!” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი მირიანაშვილთან და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ ბექა წაქაძესთან ერთად მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა.

საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის მომავალშიც გაგრძელდება.

„წინასაახალწლოდ, ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათებს გადასცემს. წელს საახალწლო ნობათი 165-მა ოჯახმა მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ვიზრუნოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებზე, პანდემიის პირობებში კი ვფიქრობ, რომ მსგავსი დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. მსურს, დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ბოლნისელს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მთავარი ნაძვის ხე გრანდიოზული ღონისძიებით აინთო

0

ახალი 2022 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში,  სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული, აქედან უმთავრესი პატარებისთვის სიურპრიზი გახლდათ, თოვლის ბაბუა მისთვის მოწყობილი ქოხიდან ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა ასევე პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორებიც.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია  დაათვალიერა, დააგემოვნა და ბოლნისელებს დამდეგი ახალი წელიც მიულოცა.

მუნიციპალიტეტის მერიის წინ სპეციალურად ამ დღისთვის განთავსდა დახლები, სადაც შემოქმედებითი კოლექტივების და  ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა მოეწყო. ზამთრის სუსხიან დღეს, ტრადიციული მეთოდით დამზადებულმა გლინტვეინმა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მუნიციპალიტეტის მერიის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კულტურის სახლთან არსებული ადგილობრივი კოლექტივების მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება ჩატარდა,  სპეციალურაც მოწვეული თბილისის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

 ნაძვის ხის განათებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ულამაზესი ნაძვის ხეც აინთო.

 ღონისძიება  გრანდიოზული ფოიერვერიკით, ბენდისა და  დიჯეი სეტის კონცერტით დასრულდა.

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, გიორგი დოხტურიშვილი და გიორგი ციბაძე გაეცნენ

0

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილეს გიორგი ციბაძეს უმასპინძლა. ცენტრალური და ადგილობივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა განხორციელდა, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს. „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი.