მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ბოლნისში ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა „ალილო“.
მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო „ალილოს“ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეუერთდა.
ალილო ბოლნისში
პატრიარქის ჩოხოსნების სიკეთის აქცია ბოლნისში
შობის ბრწყინვალე დღესასწაულს პატრიარქის ჩოხოსნები ბოლნისში სიკეთის აქციით შეუერთდნენ და იმ ადამიანების გულები გაათბეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. სადროშოს წევრებმა ოჯახებს დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათიც გადასცეს.



ბოლნისში ტრადიციული საშობაო „ალილოს“ მსვლელობა მოეწყო
მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ბოლნისში ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა „ალილო“.
მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო „ალილოს“ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეუერთდა.
მეალილოეთა მსვლელობა სათნოების სახლთან დასრულდა სადაც მეუფე ეფრემმა და დავით შერაზადიშვილმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცეს. „ალილოს“ მონაწილეებმა ბენეფიციარებს საშობაო ნობათი გადასცეს.
საშობაო „ალილოს“ ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-15 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.
„შობას წელსაც საზეიმოდ აღვნიშნავთ და ტრადიციულად „ალილოში“ ვიღებთ მონაწილოებას. ქართველებს ოდითგანვე ნათლად ჰქონდათ გააზრებული ალილოს მნიშვნელობა და მეალილოებიც შეგროვებული ნობათით სწორედ მას ეხმარებოდნენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა. ჩვენც, ნობათი და ტკბილეული მოხუცებულებს მივართვით და ეს დღე გავულამაზეთ. მინდა, შობის დღესასწაული ყველას მოგილოცოთ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა შობის დღესასწაული მოსახლეობას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა
ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩატრადა. წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.საშობაო ლიტურგიას, ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მრევლთან ერთად დაესწრო.დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა.
„მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ბოლნისსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ შობას, ბედნიერებასა და ულევ სიხარულს გისურვებთ. ვისურვებდი, პატარა იესო თითოეული ჩვენგანის გულებში დაბადებულიყოს და ქრისტიანობის უმთავრესი ღირებულებები, ურთიერთსიყვარული და ჰუმანიზმი მოეტანოს. შობა, ესაა უკეთესი მომავლის რწმენის დღესასწაული და ეს დღე განსაკუთრებით მინდა ჩვენს ახალ თაობას, პატარებს მივულოცო და მათ ლაღი ცხოვრება ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
ერთად ავღნიშნოთ ახალი წლის მობრძანება- ამ გზავნილით პრემიერმა საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს საშობაო ღონისძიებები აჩუქა, რომელიც ნებისმიერი ასაკის მაყურებლზეა გათვლილი. ზრაპრის გმირები სახის მოხატვა, საახალწლო საჩუქრები, ილუზიონისტის შოუ, კონცერტები ცნობილი მუსიკოსებისა და ჯგუფების შესრულებით. ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პრემიერის ინიციატივით გამართულ ღონისძიების ფარგლებში ეწყობა. მთავარ ნაძვის ხესთან საშობაო სოფელი, ფოტოზონა, თოვლის ბაბუის ქოხი, მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, სტუდია ,,ბზიკების“ კონცერტი და ზღაპრის გმირების ერთობლიობით ბოლნისელებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე იხილეს. საშობაო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და პრემიერ მინისტრს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც ჯგუფმა ,,ნიუტონმა“ დასკვნითი კონცერტი გამართა. ხუთ საათიანი შოუ პროგრამა ბოლნისში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. საახალწლო ღონისძიებების ციკლი რეგიონებში 24 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვარს დასრულდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი დღის განმავლობაში ყველა სეგმენტისთვის გათვლილი საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პატარა სტუმრებისთვის საბავშვო სტუდია „ბზიკების“ კონცერტი და ილუზიონისტის შოუ მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში კი სანტა კლაუსმა ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა. ღონისძიების პატარა სტუმრებს ასევე სხვდასახხვა ზღაპრის გმირთან შეხვედრისა და ფოტოს გადაღების საშუალებაც ჰქონდათ. საღამოს, ბოლნისელების სადღესასწაულო განწყობაზე ჯგუფმა„ნიუტონმა“ იზრუნა. ბოლნისში სადღესასწაულო ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.
,,დღეს ბოლნისი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შობას სადღესასწაულო განწყობით ხვდება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ახალი წლის აღსანიშნავად არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა. მინდა, ეს ხალისიანი განწობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქვთ, მთელი წლის განმავლობაში გაყოლოდეთ და ახალ წელს, თითოეული ჩვენგანისთვის, ბედნიერება მოეტანოს. მსურს, პრემიერ-მინისტრს, ამ საახალწლო ღონისძიებებისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.


სიკეთე გადამდებია, ქველმოქმედება რომელმაც საზოგადოება ერთი მიზნისთვის გააერთიანა
ჩვენს გვერდით არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე უყოყმანოდ აკეთებენ სიკეთეს ისე, არც რაიმე ჯილდოს ელიან და არც იმას, რომ სხვებმა შეამჩნიონ და გმირად გამოაცხადონ, მათ მხოლოდ სხვისი დახმარების სურვილით გამოწვეული ემოცია ახარებთ. დღეს სწორედ ასეთ გოგოზე გიამბობთ, რომელიც სხვების გახარებით თავადაც ბედნიერია. ანნა-მარია იმედაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, მუშაობს საკმაოდ დატვირთული გრაფიკით და ყოველი წუთი გათვლილი აქვს, მიუხედავად ამისა ის სხვების დახმარების სურვილმა გააძლიერა, გაათამამა და ყველაფერი შეაძლებინა. გასული წლის მსგავსად წელსაც საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია დაგეგმა. როგორც თავად გვიამბობს სხვების დახმარება, მათი სიხარულით გაბრწყინებული თვალების დანახვა გულს უთბობს და დიდხანს მიჰყვება.
ყველაფერი კი ასე დაიწყო-
გასულ წელს სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი „ბოლნისის ყიდვა-გაყიდვა,“ სადაც მოსახლეობისთვის საჭირო სხვადასხვა სახის განცხადებები გამოჩნდა. გვერდი ანნა – მარიას ეკუთვნოდა, აქ მალევე განთავსდა საქველმოქმედო შინაარსის აქცია, რომელსაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება ერთმა მიზანმა, სხვების დახმარების სურვილმა გააერთიანა.

,,სიმართლე გითხრათ უძრავი ქონების გაყიდვა მინდოდა, ვეძებდი ფეისბუქზე მიზნობრივ ჯგუფს სადაც შევძლებდი განცხადების დადებას.ასევე ხშირად მიწევდა სასურველი ნივთების გამოწერა თბილისიდან, რაც არ იყო მოსახერხებელი, პრობლემებს ვაწყდებოდი, ამიტომ ვიფიქრე, არ იქნებოდა ცუდი ისეთი სივრცე თუ გვექნებოდა, სადაც შევძლებდით სხვადასხვა სახის განცხადებების განთავსებას, სწორედ ასე შეიქმნა „ბოლნისის ყიდვა-გაყიდვის“ ჯგუფი, რომელმაც შემდგომ საინფორმაციო სახეც მიიღო.
–რაც შეეხება იდეას თქვენი ქველმოქმედების შესახებ
– საქველმოქმედო აქტივობების ჩატარების იდეა ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე თვეში გაჩნდა, მე და ნიჭიერ ფოტოხელოვანს მარიამ ჭილაიას გვინდოდა ასეთი გვერდის შექმნა,თუმცა დაემთხვა პანდემია. შემოიღეს შეზღუდვები, რის გამოც ეს იდეა ვერ განვახორციელეთ. მას მერე რამდენიმე თვე გავიდა, სურვილი კი ყოველთვის მქონდა, არ ვიცოდი ვის, როგორ და რა ფორმით დავხმარებოდი, გასულ წელს დამიკავშირდა ჩვენი თანამოქალაქე, აქტიური ქალბატონი თამარ ბობოხიძე, მიყვებოდა თუ რამდენ ოჯახს შეექმნა პანდემიის ფონზე ფინანსური პრობლემა, მთხოვა, რომ ჯგუფის საშუალებით გამევრცელებინა ინფორმაცია და გაგვეკეთებინა საქველმოქმედო აქცია
ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი რა ფორმით მოხერხდებოდა ეს და ამიტომ დავდე ჯგუფში გამოკითხვა სადაც ვთხოვდით მოსახლეობას აზრის დაფიქსირებას.
–როგორ შეხვდა საზოგადოება და თუ მოყვა გამოხმაურება?
-საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით შეხვდა საქველმოქმედო აქციას, ბევრი ადამიანი გვწერდა და გამოთქვამდა დახმარების სურვილს. რადგან თავდაპირველად აქცენტი ბავშვებზე გავაკეთეთ, გვინდოდა მათთვის შეგვეძინა სათამაშოები და ტკბილეული, ამიტომ მოგვივიდა იდეა, რომ ამ ბავშვებს დაეწერათ წერილები თოვლის ბაბუისთვის, რომლებიც გამოვაქვეყნეთ ჯგუფში, არ გვქონდა შემდეგი ნაბიჯები დაგეგმილი, თანხის აგროვება, ამდენი საჩუქრის შეძენა, ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა,
ყველაფერი ექსპრომტად გამოვიდა, წერილები რომ ავტვირთე ჯგუფის წევრებმა თავადვე გამოთქვეს სურვილი, კონკრეტული ბავშვები აირჩიეს და საჩუქრებიც შეუძინეს.
–რას ითხოვდნენ ძირითადად თოვლის ბაბუისგან?
– ვინაიდან სკოლები დაკეტილი და ონლაინ სწავლებაზე იყო გადასული, დიდი მოთხოვნა იყო ტელეფონებზე, ასევე ველოსიპედებზე, სხვადასხვა სათამაშოებსა და ტკბილეულზე.
წელს კი სურვილებში ხშირად იყო ყურსასმენები და ბურთები.
–როგორ მოხდა საჩუქრების გადაცემა და როგორი იყო ადრესატების ემოციები?
-უკვე გამზადებულ საჩუქრებს თავი მოვუყარეთ, დავახარისხეთ, კულტურის სახლის ტრანსპორტით დავარიგეთ ოჯახებში მე და თამარ ბობოხიძემ, საჩუქრების დარიგებაში დაგვეხმარნენ მოხალისეები გვანცა ბობოხიძე და ნიკა აბდუშელიშვილი. ამ დღეს სანტა-აქცია დავარქვით. ემოციები იყო განსხვავებული, დაუვიწყარი, ბევრი სითბოთი და სიხარულით.

–როგორ ფიქრობ აუსრულეთ ბავშვებს ოცნება?
დარწმუნებული ვარ ბევრს ავუსრულე ოცნება, შარშან 96 ბავშვი დავასაჩუქრეთ, წელს 85-მდე. ამავე ჯგუფის საშუალებით ხდება სეკრეტ- სანტას თამაში, რთულია, საკმაოდ დიდი დრო და ენერგიაა საჭირო, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ, დიდხანს მიმყვება ბედნიერი ბავშვების სახეები და ემოციები,რაც სურვილს მიჩენს მეტი გავაკეთო მათთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ბოლნისელს აქციაში მონაწილეობისთვის, დახმარებისთვის და გამხნევებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად უკვე მეორე წელია შევძელით და მოვიყვანეთ ჯადოსნური ახალი წელი ბოლნისში.
მინდა ასევე თითოეულ მათგანს, სრულიად ბოლნისელებს მივულოცო შობა-ახალი წელი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობა ვუსურვო. სიკეთის მომტანი და ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს.
p.s.,,სიკეთის გოგო“ საქველმოქმედო აქციების ჩატარებას კვლავ აპირებს, თუმცა რა სახით და როგორი მასშტაბებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, ერთი რამ ზუსტად იცის, სხვების გახარებას, რომელიც მას ძალიან სიამოვნებს და სიხარულს გვრის, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი
პატრიარქი 89 წლის გახდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა.
ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი მშობლები, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძე ძალიან მორწმუნეები იყვნენ. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. მოსკოვის სასულიერო აკადემია ილია მეორემ 1960 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. მან სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდa.
საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა – სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულებას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.
წელს, 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. მსურველებს შემოწირულებისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ჩემო საყვარელო ბოლნისელებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ 2022 წელს! – პეტრე დანელია
დიდი სიხარულით, სიყვარულით და კეთილი სურვილებით გილოცავთ ახალ 2022 წელს, რომელიც პირველ რიგში ყოფილიყოს საქართველოს გამთლიანების, დიდი გარდაქმნების, ეკონომიკური სიძლიერის და აღმშენებლობის წელი, თითოეული ბოლნისელისთვის ხვავის, ბარაქის, სიკეთის, ოჯახური ბედნიერების, სიყვარულის და გამრავლების წელიწადი.
გავაცილეთ რა 2021 წელი, მოდით წამით შევჩერდეთ, დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ გასული წელი, გავიხსენოთ ჩვენი წარმატებები ან თუნდაც ჩვენს მიერ დაშვებული უნებლიე შეცდომები, რომ სწორედ ამაშია დამდეგი ახალი წლის არსი, რადგან ეს იქნება ახალი შესაძლებლობების ჭვრეტა და იმედი, რათა დამდეგ წელს ჩვენი შრომით შევქმნათ მეტი, დასახული მიზნების მისაღწევად, გავცეთ მეტი და გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი.
მინდა ახალი წელი მივულოცო ბოლნისის ახლადარჩეულ მერს, მერიის მთელ კოლექტივს, ახლადარჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბოლნისის ეპარქიას, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ საფეხბურთო კლუბ „სიონს“ და ჩემს საყვარელ „გაზეთ ბოლნისი“-ს შემოქმედებით კოლექტივს ბოლნისის და თანამოქალაქეებზე გაწეული განსაკუთრებული მზრუნველობისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ყველა ბოლნისელს ერთპიროვნულად ვუსურვებ , რომ 2022 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, წინსვლის, გაბრწყინების და ბედნიერებით დატვირთული წელი. პატივისცემით პეტრე დანელია.









