Home Blog გვერდი 145

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა, ბოლნისში
საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

0

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ და მე-20 კადრირებული ბრიგადის ბატალიონის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა ილია შაშიაშვილმა ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტისა და რეზერვში მიღების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საინფორმაციო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის რეგიონში წელს პირველად ჩამოყალიბდა რეზერვისტთა 204 -ე ბატალიონი, სადაც ამ რეგიონის წარმომადგენლები ირიცხებიან.

ტერიტორიულ რეზერვი თავდაცვის სამინისტროს პროექტია და მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 – დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ.

რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე. აღნიშნული მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რაც შეეხებათ სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

0

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში ქალაქ ნაზიბიაში დაიბადა, რომელმაც იღვაწა საღვთო წერილის, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის, მას ეკუთვის მრავალი ლოცვა და საგალობელი. წმიდა მამა, სიმდაბლის გამო თავს ყველაზე უღირსად თვლიდა.

ცვლილებები მთავრობაში – ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნალ

0

ცვლილებები მთავრობაში – როგორც პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა და მის ადგილას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება თურნავას, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თურნავა გუნდის წევრად რჩება, თუმცა მას თავისი ხედვები აქვს.

შეგახსენებთ: ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.

გოგი მეშველიანი წალკის სკოლებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებას ულოცავს

0

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე , გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში, წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებს საგრანტო კონკურში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ წალკის მუნიციპალიტეტის 15 სკოლას საგრანტო კონკურსში გამარჯვებას.
მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აინტერესებთ გარემოს დაცვით საკითხები, არაფორმალური განათლება და რაც მთავარია მოტივირებულები არიან განვითარდნენ . „- განაცხადა გოგი მეშველიანმა

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღეს წალკის სკოლებმა. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.

USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” აგრძელებს ინოვაციური საგრანტო პროგრამების განხორციელებას

0

ამ ეტაპზე, პროგრამამ გამოაცხადა 2 ახალი საგრანტო კონკურსი – “მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად” და “პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის”. თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების – ახალგაზრდები, ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, ჩართულობის უზრუნველყოფა. პროგრამის განხორციელების შედეგად, სექტორულ დონეზე შეიქმნება ტრენინგის მიმწოდებელთა ქსელი, ასევე კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მზარდი და ეფექტური მოდელები.

საგრანტო კონკურსის “მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად” (გრანტის მაქსმიმალური ოდენობა $300,000 აშშ დოლარი თითოეულ პროექტზე) ფარგლებში გაცემული გრანტი დახმარებას გაუწევს ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების ან/და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავებას/ გაუმჯობესებას და განხორციელებას, რაც, მაღალი პოტენციალის მქონე დარგების განვითარებისთვის, მყისიერად გადაჭრის შრომის ბაზარზე არსებული შეუსაბამო უნარების პრობლემას. აღნიშნული გამოცხადების ფარგლებში აქტოვობები შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, თვითმმართველი ქალაქების ჩათვლით.

საგრანტო კონკურსი “პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის” (გრანტის მაქსმიმალური ოდენობა $500,000 აშშ დოლარი თითოეულ პროექტზე) მიზნად ისახავს ფორმალური და არაფორმალური განათლების ფარგლებში არსებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო, მომზადება/გადამზადების ან/და სასერტიფიკატო პროგრამების რეპლიკაციას, კერძო სექტორის მოთხოვნებზე მორგებას და მათ განხორციელებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონალურ დონეზე სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას და დამსაქმებელთა პროდუქტიულობის ზრდას შემოსავლების მიღების მიზნით. მოცემული გამოცხადების ფარგლებში აქტოვობები შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, 5 ქალაქის გარდა: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი და ფოთი.

გთხოვთ იხილოთ შესაბამისი ბმულები, სადაც ხელმისაწვდომია წარმოსადგენი განაცხადების ფორმები და დამატებითი ინფორმაცია:

Facebook: https://www.facebook.com/USAIDSkillsProgram
LinkedIn: (4) USAID Industry-led Skills Development Program-დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის | LinkedIn
Website: https://iesc.org/program/usaid-industry-led-skills-development/
საგრანტო კონკურსი “მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროფესიული პროგრამების გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად”: https://www.jobs.ge/en/?view=jobs&id=350797
საგრანტო კონკურსი “პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის”: https://www.jobs.ge/en/?view=jobs&id=350798
გრანტთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ კითხვები: skillsgrants@iesc.org

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნეს და პროფესიულ ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, შესაძლებელია კონსორციუმის შექმნაც.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი არაუგვიანეს 2022 წლის 18 მარტისა, 18:00 სთ.

გამოცხადებული გრანტის ფარგლებში, 14 თებერვალს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა თბილისში, გრანტის მაძიებლებისთვის მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, 8-9 თებერვალს გააგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია სარეგისტრაციო ელ-ფოსტაზე: skillsgrants@iesc.org. საინფორმაციო სესიების დეტალებს დროისა და ადგილის შესახებ გაცნობებთ რეგისტრაციისას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
მირზა ხვიბლიანი – ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
599 85 99 08
m.khvibliani@gmail.com

ღვინით გაგრძელებული ტრადიციები

0

 

300 წლის წინ, დევნოზაშვილების  წინაპრებმა, ვარძიის მახლობლად მდებარე სოფელი გოგაშენი დატოვეს და საცხოვრებლად ბოლნისსა და დმანისში გადმოვიდნენ, მაშინ ვერც კი   წარმოიდგენდნენ, რომ  ღვინის ,,აკვანში’’ აღმოჩნდებოდნენ. მანამდე  ისინიც ღვინოს ქვევრში აყენებდნენ და აცოცხლებდნენ იმ ძველ  ტრადიციებს, რასაც ღვინის შექმნა ჰქვია.  წინაპრების გზა   ბოლნისში, სადაც მეღვინეობა-მევენახეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა,  აქტიურად გააგრძელა მეღვინე გია დევნოზაშვილმა, ღვინო ,,DEVNO’’,-მ, რომელსაც დღეს უკვე არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კარგად იცნობენ, დიდი გზა გაიარა. მეღვინე შრომატევად საქმიანობას ოჯახის წევრების დახმარებით უმკლავდება.

რატომ გადაწყვიტეთ მარნის გაკეთება და რა გზა გაიარა ღვინო „DEVNO”-მ ?

–  ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პირველი ქვევრის ღვინო ქვემო ქართლში, შულავერში აღმოაჩინეს. ღვინომ, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია გააჩნია, გადამაწყვეტინა, პატარა წვლილი შემეტანა ქართული ღვინის ისტორიის გაგრძელებაში, რის გამოც 2017 წელს ავაშენე მარანი და 14 ქვევრში, ძველი ქართული ტრადიციების მიხედვით დავაყენე ღვინო. მოგეხსენებათ, ღვინის დაყენება მოითხოვს დიდ შრომას, ამიტომ მის შექმნაში ოჯახის თითოეული წევრი იღებს მონაწილეობას.

რა სახეობის ღვინოებს შევხვდებით თქვენს მარანში?

-პირველ წელს გვქონდა საფერავისა და რქაწითელის ღვინო, ახლა უკვე  დაემატა თავკვერი და სოვინიონ-მუსკატი.

ამ ეტაპზე რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებთ?

– წლის განმავლობაში ვაწარმოებთ 4 სახეობის ღვინის 5000 -6000 ბოთლს, რომლის დიდი ნაწილი იყიდება საზღვარგარეთ. ჯერჯერობით არ ვაპირებთ რაოდენობის გაზრდას, რადგან ჩვენი მიზანია მუდმივად ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო. ბოლნისური ღვინის დაყენება ჩემთვის ასოცირდება იმ 8000 წლიან ისტორიასთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ჩვენი საქმე კი  გაიგივებულია ქართული ტრადიციის გაგრძელებასთან.

როგორია მარანი  ,,DEVNO’’- ამბიციები?

-ჩვენ გაგვაჩნია ამბიცია რომ „DEVNO“ და ბოლნისი გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. ამისათვის ქმედითი ნაბიჯები გადადგმულია, ჩვენი ღვინო იყიდება ევროპაში, ამერიკაში და ა.შ.

 რაც შეეხება ღვინის სახელწოდებას?

– რა შეიძლება ერქვას  ჩემს ღვინოს, თუ არა ,,DEVNO’’, წლებთან ერთად „DEVNO“-ს ცნობადობა იზრდება, რაშიც გვეხმარება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ჩვენი ფეისბუქ გვერდი ,,Georgian wine ქართული ღვინო’’, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია  საქართველოში.

მარანი გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის წევრია“.

-მარანი „DEVNO“ არის ღვინო ბოლნისის წევრი, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა აქტივობებში, ღონისძიებებში, ხშირად ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნა-გამოცდილებას და ა.შ.  აღსანიშნავია, რომ „DEVNO“-ს არა ერთი მედალი და ჯილდო აქვს მიღებული, ამ აქტივობებში მონაწილეობის შედეგად, და რათქმაუნდა, ეს ყველაფერიც განაპირობებს ჩვენს წარმატებას.

 რაც შეეხება სამომავლო გეგმებს?

 -ამ ეტაპზე მნიშვნელოვან გაფართოებას არ ვგეგმავთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის პრიორიტეტია ღვინის მაღალი ხარისხი და არა რაოდენობა. ძირითადად აქცენტი ისევ და ისევ გვექნება  ღვინის საზღვარგარეთ რეალიზაციაზე, ვინაიდან ვთვლი, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობა მნიშვნელოვანია მომავალი განვითარებისთვის.

-მადლობა , გისურვებთ წარმატებებს!

მაგდა დევნოზაშვილი

გოგი მეშველიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

0

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აირჩიეს.

„დღეს ამირჩიეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, ყველანი ერთად, ღირსეულად ვუპასუხებთ არსებულ გამოწვევებს.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით დმანისს ეწვია

0

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან ერთად სსიპ დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა. სამუშაო შეხვედრა გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სადაც ბოლო წლებში მართავდა ხოლმე სპექტაკლებს დმანისის თეატრი, რომელიც ამჟამად პრაქტიკულად მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ვინაიდან არ გააჩნია შენობა და არ ჰყავს მსახიობები. მინისტრმა რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ამაგდარ წარმომადგენელთან, ცნობილ არქეოლოგ ჯუმბერ კოპალიანთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და გაეცნო როგორც ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ასევე ცენტრის სამუზეუმო სივრცის ისტორიას და ბატონი ჯუმბერ კოპალიანისგან ექსპონატების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

თეა წულუკიანმა ასევე დაათვალიერა დმანისის ე.წ. მსახიობის სახლი, სადაც დმანისის თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობის მისაღებად, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მსახიობებისთვის დროებითი საცხოვრებელი სივრცე იყო მოწყობილი. ამჟამად შენობა რეაბილიტაციას და სათანადო ინვენტარით აღჭურვას საჭიროებს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა დმანისის თეატრის აღორძინების ურთულეს საკითხსა და დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამუზეუმო სივრცის სამართლებრივ სტატუსზე იმსჯელა. შედგა შეთანხმება, რომ კულტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დაიწყებს მუშაობას დმანისის თეატრის განვითარებასა და მსახიობის სახლის რეაბილიტაციაზე იმისათვის, რომ სხვადასხვა თეატრების დასები აღდგენილი დმანისის თეატრს გასტროლებით ესტუმრონ, რაც რაიონის არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ტურისტულ პოტენციალსაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

კოვიდ ვითარება ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში,ისევე როგორც მთელ საქართველოში, ეპიდსიტუაცია მძიმეა. მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში აღირიცხება Sars-cov2-ით გამოწვეული ინფექციის ყოველდღიური მზარდი რაოდენობა. დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 200-მდეა.ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი უმეტეს სკოლებში ისევ დისტანციურად გრძელდება,ხოლო თორმეტივე საბავშო ბაღში შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური საზოგადოებას კოვიდ რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

0

პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა იაპონელ სპორტსმენს სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.
ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დღეს დაიწყო. დღეს ჩვენი გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე ფინალურ ბლოკში გავიდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფრანგი დაიკ ბუბა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.