Home Blog გვერდი 143

ბოლნისის „სიონმა“ გულშემატკივარს ახალწვეულები წარუდგინა

0

დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „სიონის“ შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია გაიმართა. „სიონის“ დირექტორმა ლევან სილაგაძემ და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ  ახალწვეულებთან ერთად საზოგადოებას გუნდის ახალი კაპიტანი, ვარლამ კილასონია წარუდგინეს.

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გუნდის სპონსორის, კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი კახაბერ მჭედლიშვილი ესწრებოდნენ. ახალწვეულებს „სიონის“ მაისურები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებმა და ბოლნისის „სიონის“ უხუცესმა გულშემატკივარმა ანზორ შეყილაძემ გადასცეს და  საფეხბურთო გუნდს ეროვნული ლიგის ახალ სეზონზე წარმატებები უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისური კლუბი გასულ წელს ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბოლნისის „სიონი“ ეროვნულ ლიგაში პირველ მატჩს 25 თებერვალს ბათუმში გამართავს. „სიონი“ ლიგის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:

-„ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა, რაც თითოეულ ბოლნისელს უდავოდ გვეამაყება. დღეს „სიონის“ ახალწვეულები და ახალი კაპიტანი გავიცანით.  ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს მსურს წარმატებები ვუსურვო. მჯერა, „სიონი“ ეროვნულ ლიგაში ღირსეულად იასპარეზებს და მის ერთგულ გულშემატკივარს კვლავაც გაახარებს.

ლევან სილაგაძე, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორი:

– როგორც იცით ზეგ პირველი თამაში გვაქვს საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან ბათუმის „დინამოსთან“. ვემზადებით მაქსიმალურად,  შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული მებრძოლი გუნდი, რომელმაც უნდა იმუშაოს საკუთარი თავის გაზრდაზეც და კლუბზეც, ეს არის ჩვენი მიზანი. იმედია ნიჭიერი ახალგაზრდები,   კლუბს დიდ შედეგს და წარმატებას მოუტანენ. ეს არის ჩვენი მიზანი,  მინდა მადლობა გადავუხადო  გულშემატკივარს, სპონსორებს, ყველას ვინც  გვერდში გვიდგას.

გოგი მეშველიანი ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის” აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დონეცკში 2017 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

0

„ჩვენი მეგობარი უკრაინის განუყოფელი ნაწილების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, რუსეთის ფედერაციის მიერ, ცალმხრივად აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სცენარის პირდაპირი გამეორება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვდგავართ მათ გვერდით!“ – წერს გოგი მეშველიანი.

პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოფინეს

0

პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინეს. ფოტოებს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა

0

დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი
ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი.

„სამშობლოსათვის მისი თავდადება ის მაგალითია, რომელზეც არაერთი თაობა აღიზრდება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

„ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ-ამირან გამყრელიძე

0

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ, დამშვიდებისკენ მიდის. შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ჩვენ „ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ. ციფრები ამაზე მეტყველებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„დღეს გვაქვს 12000 ახალი შემთხვევა, ვადარებთ ხოლმე ყოველ სამშაბათს ერთმანეთს, წინა სამშაბათს იყო 15 000 შემთხვევა, 2 კვირის წინ სამშაბათს იყო 24 616, 31 იანვარს, სამი კვირის წინ იყო 24201, დაახლოებით ერთი თვის წინ გვქონდა 15762. ანუ იანვრის 15-დან იყო აღმავალი ტალღა, პიკი გვქონდა პირველ თებერვალს, გამოვლინდა 26 320 შემთხვევა და შემდეგ ნელი ტემპით იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ ნელი ტემპით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო

0

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%;

1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;

ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე; რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები.

კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);

დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;

სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან – 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში – ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.

1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;

უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;

უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება.

უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;

4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება – ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით.

15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე;

საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება;უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად მიიღებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და დეტალები

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2022 წლის 21 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2022 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://mes.gov.ge/content.php?id=12830&lang=geo

თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

0

თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება.

პროექტი უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულე ტურისტების და სეზონური დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წლის აგვისტოს ბოლოს.

„ომიკრონის“ ტალღამ დაღმასვლა დაიწყო – თამარ გაბუნია

0

მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, ვთქვათ, პიკი რამდენად გადავლილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების ბოლო 2 დღის მონაცემები, რაც დაახლოებით 15 000- ს შეადგენს, ამ კუთხით იმედისმომცემია.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000-ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა. სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში დაახლოებით, 6 000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და ჰოსპიტალური სექტორი, ისევე როგორც ოჯახის ექიმების ქსელი, მობილიზებული რჩება.

„ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მობილიზებულია, დაახლოებით, 6 000 პაციენტია და კარგია, რომ მათი რაოდენობა არ იმატებს. ჰოსპიტალური სექტორი მართავს ამ ნაკადს, ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც „ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული. ეს შტამი კვლავაც საყურადღებო რჩება ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანდაზმულებისთვის. ამდენად, მათთვის ისევ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ოჯახის ექიმის ყურადღება. ოჯახის ექიმების ქსელიც კვლავაც რჩება მობილიზებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

„ეს მართლაც სისხლის ყივილია“ – ქართველი ემიგრანტის ფილმად აკინძული სურვილი და რეალობა

0

„ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის ისტორიას ივიწყებს, „აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა“, – სწორედ ამ წინასიტყვაობით იწყება ფილმი „სისხლის ყივილი“, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბადებულ ახალგაზრდას ეკუთვნის. გიორგი ვასაძე წარმოშობით გურულია, დასავლეთ საქართველოდან მოშორებით გაზრდილს, მუდმივად ჰქონდა თავისი გვარის ადამიანებისადმი დიდი სიყვარული და ინტერესი. იდეა, გაეცნო და ერთად შეეკრიბა ნათესავები, მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  გვარების შეკრებისა და გაერთიანების ტრადიცია ჩამოაყალიბა. თუმცა, იდეას განხორციელება სჭირდებოდა. გიორგიმ მეგობრის, თეა ღამბაშიძის, დახმარებით მოიძია გვარის ისტორია, გაარკვია, რომ მისი გვარის  წარმომადგენლები, ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, ევფრატში ცხოვრობენ, დაგეგმილი შეხვედრა  ემოციური და ძალიან თბილი აღმოჩნდა.

„წარმოშობით გურული ვარ, ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალიდან. დავიბადე და გავიზარდე დაბა თამარისში, სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ 12 წელი ვიმსახურე ჯარში, სწორედ ამ დროს, შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი და ოჯახთან ერთად გადავედი რუსთავში.  გვარის შეკრების სურვილი  პატრიარქის ბრწყინვალე იდეის შემდეგ გამიჩნდა. 2015 წელს დავიწყე მასალების მოძიება თეა ღამბაშიძის და მისი ჯგუფის გენიოლოგიური კვლევის ცენტრის ,,არიან ქართლი,,დახმარებით. მივაკვლიე ვასაძეების გვარს, ისინი ტაო-კლარჯეთში ცხოვრობენ, მათ მსგავსად, იქ ძალიან ბევრი ქართული გვარია, ჩემი სურვილია, მათაც მოიძიონ ერთმანეთი, აღდგეს ურთიერთობები. გვარის დალოცვის შემდეგ,  თანამოაზრეებთან ერთად, ვესტუმრე მათ, გავიცანით და აღვადგინეთ მისვლა-მოსვლა, ეს იყო დაუვიწყარი ემოცია“.

სწორედ ვასაძეების სტუმრობა ტაო-კლარჯეთში, ის ემოცია, სითბო და სიყვარული აისახა სტუდია „გუთანის“ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში. რეჟისორმა, სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგმა, ლექსო გელაშვილმა აღდგენილ ტრადიციას თავი ერთად მოუყარა, თავისი არაჩვეულებრივი ლოგიკითა და მჭერმეტყველებით, გვარის აღდგენისა და ურთიერთობის შესახებ წინასიტყვაობაც  მოამზადა და ფილმად აკინძა, სადაც ნათლად ჩანს, მრავალი წლის მანძილზე, ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ხალხის სიყვარული საქართველოსადმი.

„შვილები სამრევლო სკოლაში დამყავდა, სადაც გავიცანი ლექსო გელაშვილი, ძალიან კარგი პედაგოგი და ადამიანი. ჩემი ჩანაფიქრის შესახებ ვუამბე, გაუხარდა და სწორედ აქედან დაგვებადა იდეა, გადაგვეღო დოკუმენტური ფილმი, რომელსაც სახელიც შესაბამისი დავარქვით, ეს მართლაც სისხლი ყივილია, ყველა წამოწყებაში გვერდით მიდგას მეუღლე და ყველა იდეას ერთად ვახორციელებთ’’.

გიორგი დღეს ემიგრანტია, ის ამერიკაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად  ცხოვრობს,თუმცა არც იქ კარგავს და ივიწყებს ახლობლებს. სწორედ მას ეკუთვნის მრავალი წლის წინ, საქართველოდან წასული გურულების შეკრების იდეა, რომელიც  ტრადიციად აქცია.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი.