Home Blog გვერდი 142

არ ვაპირებთ მონაწილეობას ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში – ღარიბაშვილი

0

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

მისი განმარტებით, ეს  “ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს”.

“ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

101 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

0

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებთან, საქართველოს დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე საჯარო უწყებებისა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

,,ვართ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

0

ვოლოდიმირ ზელენსკი სპეციალური მიმართვას ავრცელებს: – არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა მიზანში ამომიღო და პირველი სამიზნე ვარ, ხოლო ჩემი ოჯახი მეორე. მე ვრჩები დედაქალაქში ჩემს ხალხთან ერთად, ჩემი ოჯახიც უკრაინაშია;- დღეს 27 ევროპელ ლიდერს ვკითხე, შევა თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, თუმცა ჩვენ არაფრის არ გვეშინია.- 137 ადამიანი დავკარგეთ, 316 კი დაიჭრა;- ვართ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, მარტო დავრჩით. ჩვენთვის ბრძოლა არავის უნდა. მათ არ უნდათ ჩვენი ნატოში მიღება, მათ ეშინიათ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მოცემა.

რამდენიმე წუთის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა: განკარგულების თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უნდა უზრუნველყოს დაფინანსება და მიიღოს სხვა ზომები, რომელიც დაკავშირებულია საერთო მობილიზაციის ჩატარებასთან.

უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის, დანიილ მენშიკოვის ინფორმაციით, 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

0

უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში. 

24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე  არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩო, კიევი:

+380 (63) 376 77 68

+380 (93) 544 01 17

+380 (44) 590 69 50

გენერალური საკონსულო, ოდესა:

+ 380 (63) 176 75 55

+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:

+995 (32) 2 94 50 50

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს

0

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა მაცნობეს, რომ ჩემთან შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, როგორც ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, რომელშიც უკრაინის საკითხი განიხილება, რამეთუ უკრაინის საკითხი ყველა ჩვენგანის საკითხია და საჭიროა, საქართველოს ხმა იქაც მოისმინონ. ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს მიმართავს

0

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის უფასო ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.

„საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების და მათი მასპინძელი კერძო სექტორის საყურადღებოდ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში! ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია-ირაკლი ღარიბაშვილი

0

უკრაინის გვერდით ვდგავართ – სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„უკრაინის გვერდით ვდგავართ. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყველა შესაძლო ზომა გამოიყენოს, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პატრიარქის საგანგებო განცხადება

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება (24.02.2022)

საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. ავღნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც.

შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს.

ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ!

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

0

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ეს დილა ისტორიაში შევიდა, თუმცა ეს ისტორია განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისა და რუსეთისთვის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ. უკრაინა თავს იცავს და თავის თავისუფლებას არავის მისცემს. უკრაინელებისათვის დამოუკიდებლობა და საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება უმაღლესი ღირებულებაა. დღეს დილით რუსეთი საძაგლად დაესხა თავს ჩვენს სახელმწიფოს, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა გერმანიამ გააკეთა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უფასოდ ისარგებლებენ

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული 18 ერთეული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთრებაში გადაეცათ – ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტმა – 5, გარდაბანმა – 4, დმანისმა – 3, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებმა კი 2 – 2 ტრაქტორი მიიღეს.

სიახლით სარგებლობას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები უფასოდ შეძლებენ – პროცესი მუნიციპალიტეტის სპეციფიკისა და სპეციალურად გაწერილი პროგრამის გათვალისწინებით განხორციელდება. დასაქმების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, მოხდება შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა გადამზადებაც. „ქვემო ქართლის რეგიონში, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა – პროგრამის მიხედვით, 18 ერთეული ტრაქტორი, რომელიც მუნიციპალიტეტებს დროებით სარგებლობაში ქონდათ, დღეიდან საკუთრებაში გადავეცით. ასევე დღეიდან, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი და მოწყვლადი ჯგუფი, მიწის დამუშავებისთვის საჭირო მომსახურებას განცხადების დარეგისტრირებისთანავე მიიღებს და ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებს შესაბამისი სახსრები არ გააჩნდათ და მიწები დაუმუშავებელი იყო – ეს პრობლემა დღეს უკვე გადაჭრილია.მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტების მერებს, რადგან უშუალოდ მათი ჩართულობით მოხდა ამ პროგრამის შემუშავება – ყველა მათგანი მოწოდების სიმაღლეზეა რათა ეს სამუშაოები არ შეფერხდეს – 18 ერთეული ტრაქტორი სახნავ-სათეს მიწებზე აქტიურ ფაზაში მუშაობას დღეიდან დაიწყებს.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, 18 ერთეული ტრაქტორი, შესაბამისი, სპეციალური აღჭურვილობით, 2016 წელს, კომპანია „სოკარმა“ გადასცა – აღნიშნული ტექნიკით სარგებლობას რეგიონის მუნიციპალიტეტები მხოლოდ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ახდენდნენ.