Home Blog გვერდი 141

სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო

0

პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

✅დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

✅საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.

✅საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

✅საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, ამ ეტაპზე, 14 382 ვაკანსიაა. ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

✅დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18

✅თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.

🔹პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 დაკავშირება შეუძლიათ

2 მარტს, ბოლნისში მომხდარმა ხანძარმა ორი ოჯახი დააზარალა

0

დღეს ქალაქ ბოლნისში,  ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარმა ხანძარმა, ორი ოჯახი დააზარალა. ერთი სახურავის ქვეშ მყოფი ჩხეტიანებისა და მეტივიშვილების საცხოვრებელი დაიწვა. როგორც დაზარალებულები გვიყვებიან, შუა ღამისას ხმაურზე გაიღვიძეს, გარეთ გასულები კი მძიმე მდგომარეობის მომსწრენი გახდნენ, მათ მხოლოდ  მრავალშვილიანი ოჯახის გაღვიძება მოახერხეს. 13 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. როგორც ისინი ვარაუდობენ, ხანძარი ელექტოენერგიის გაყვანილობამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თუმცა ხანძარი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვერ  მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბოლნისის  სამმართველოს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარ ფაქტს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მყისიერი რეაგირება მოჰყვა. აქ უკვე მუშაობს ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია და დამოუკიდებელი აუდიტი. სპეციალური პროგრამის ფარგლებში, დაზარალებულ ოჯახები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მატერიალურ დახმარებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. მანამდე კი  მათ, მეზობლები და ნათესავები შეიფარებენ.

N3 – მარტი

0
2022 მარტი N3
2022 მარტი N3

კოვიდ 19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის

0

კოვიდ 19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის. პირველი მარტიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.კოვიდ-ტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება ომიკრონი და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. კოვიდ 19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს იწყება

0

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. დღესვე ამავე გვერდზე გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

0

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის შესაბამის თანხას გამოყოფს.

გამოყოფილი თანხა პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას მოხმარდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია. ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს.

მათ, ვისაც სურვილი აქვს ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა ბოლნისის მუნიციპალიეტეტის მერიის შენობაში გახსნილ სპეციალურ შტაბში შეეძლება.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია- საკონტაქტო პირი: სალომე წიქორიძე
596 11 77 80
მისამართი: ქალაქი ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N106

ქვემო ქართლის რეგიონი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერების სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხების გამოყოფა მიმდინარეობს, რომელიც პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას მოხმარდება. მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებენ ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – საკონტაქტო პირი: ბაჩო ივანიშვილი 📞 593 76 00 31

1 მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით მოხდება

0

ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, 2022 წლის 1 მარტიდან, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით.

ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.
მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში.

გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.

ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს, მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

შესაბამისად ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.

,,ქალები COVID19-ით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად”

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან და გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად, პროექტის ფარგლებში „ქალები კოვიდ პანდემიის დასაძლევად“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის ორგანიზატორებმა, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, იმსჯელეს  პრობლემების პრევენციულ ღონისძიებებზე, იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებსაც განსაკუთრებით შეეხოთ და  ზიანი მაიყენა  კორონა ვირუსმა. საინფორმაციო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდა.

პროექტი ფინანსურად  ქალთა გლობალურმა ფონდმა უზრუნველყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ დროშები დაეშვა

0

საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.101 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ამ ტრაგიკული მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.