Home Blog გვერდი 140

პოლონეთში, ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ,,ღვინო ბოლნისის”, კომპანია ,,RMG”-სა და ბოლნისის აგროცენტრის მხარდაჭერით პოლონეთში, ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა,სადაც მონაწილეობა მიიღო 25 ბოლნისური მარნის, 70-მდე ღვინომ. ბოლნისელებმა ქართული ღვინის მოყვარულებს კატოვიცეში, გააცნეს საქართველოში არსებული ახალი მიკროზონა, სადაც ადგილწარმოშობის ღვინოები მზადდება. ბოლნისის აგროცენტრის განცხადებით, სამომავლოდ იგეგმება,სხვადასხვა ქვეყნებში ბოლნისის ღვინოების გაცნობა.

პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე ვუჭერთ მხარს უკრაინას-ირაკლი ღარიბაშვილი

0

პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე ვუჭერთ მხარს უკრაინას, უკრაინული ქალაქების დასახმარებლად 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და უკრაინაში რჩება საქართველოს ელჩი იმისთვის, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, ასევე, გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევაც.

„მინდა, საუბარი ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობის გამოხატვით დავიწყო. რა თქმა უნდა, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმე საყურებელია. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მხარი დავუჭირეთ და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით, დახმარების სახით უკრაინაში 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინული ქალაქების დასახმარებლად და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გავგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა, ახლაც, რა თქმა უნდა, უკრაინაშია, გადასულია სხვა ქალაქში. კიევში იყო და სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა კიევიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ ჩვენი არც ერთი თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაშია, არ დარჩეს ყურადღების მიღმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

„ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

,,მოხარული ვარ, რომ უკრაინელების დახმარების პროცესში ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ და ქველმოქმედების მიზნით გაერთიანდნენ”-დავით შერაზადიშვილი

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვისთვის, მადლობას უხდის ბოლნისში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

,,ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების აქციას, ბოლნისში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლები გოგა და კოკა აბრამიშვილები შეუერთდნენ. მათ, უკრაინელებისთვის 5 000 ლარის ღირებულების, 100 ერთეული ზამთრის პლედი შეიძინეს. ბატონ გოგასა და კოკას მსურს, გამოჩენილი გულისხმიერებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, მათი ქველმოქმედება ბოლნისში მოქმედი ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის ერთგვარი მოტივაცია გახდება და აქციაში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ უკრაინელების დახმარების პროცესში ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ და ქველმოქმედების მიზნით გაერთიანდნენ.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოჰყო.გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა.შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალური შტაბი, სადაც ნებისმიერ მსურველს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია,”განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები იმართება.ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები სოფელ ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში გამართეს. სოფელ ბოლნისში მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედა და სოფელში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ხმათა უმრავლესობით, სოფლებში: ფოლადაური, სამწევრისი და ბოლნისი, გარე განათების ქსელი მოეწყობა, სოფელ ბოლნისში ასევე სანიაღვრე ქსელი გაკეთდება, ზემო ბოლნისში კი სასაფლაო შემოიღობება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. ,,მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. მოსახლეობა თავად აარჩევს მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს ჩართულობა კი ვფიქრობ პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც პროექტს მეტად საჭიროს ხდის”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის პარკში ყოფილი კინოკლუბის ამორტიზებული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

0

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ს პროგრამა ,,კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, ყოფილი კინოკლუბის ამორტიზებული შენობის დემონტაჟი დაიწყო.პარკში მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კარლ ტესტენსენი და GIZ-ის ცენტრალური სათავო ოფისის წარმომადგენელი სანდრა შენკე ადგილზე გაეცნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს.

ყოფილი კინოკლუბის აღდგენილ შენობაში არაფორმარული განათლების და პროფესიული ცენტრის, თეატრალური სარდაფის, ლიტერატურული არტ-კაფის, შემეცნებითი და გასართობი სივრცეების, ასევე საკონცერტო და სარეპეტიციო დარბაზების მოწყობა იგეგმება.აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სოფელ ჯავშანიანში არსებული ყოფილი სკოლის დემონტაჟი განხორციელდა, სადაც სამომავლოდ სკვერის და სტადიონის მოწყობა იგეგმება.

„GIZ-ის დახმარებით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის ამორტიზებული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. აღდგენილი შენობა მულტიფუნქციური გახდება. შენობაში არაფორმარული განათლების და პროფესიული ცენტრის, თეატრალური სარდაფის, ლიტერატურული არტ-კაფის, შემეცნებითი და გასართობი სივრცეების, ასევე საკონცერტო და სარეპეტიციო დარბაზების მოწყობა იგეგმება. სოფელ ჯავშანინაში კი ყოფილი სკოლის დემონტაჟი განხორციელდა, სადაც სამომავლოდ სკვერი და სტადიონი მოეწყობა. ამ პროექტის დახმარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოხდება, რაც ვფიქრობ, თითოეული ბოლნისელი მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქციას ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

0

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოჰყო. გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა.  ტვირთი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიგზავნა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მიმდინარებს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალურ შტაბში, სადაც ნებისმიერ მსურველს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია. უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეშვიდე დღეა მსოფლიო მედიის ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, სადაც რუსული არმია უკრაინის ქალაქებზე ახორციელებს შეტევებს. იბომბება ქალაქები, მოსახლეობას მოუწიაა საკუთარი სახლების დატოვება, ისინი თავშესაფრებში ემალებიან სასტიკ რეალობას. მოსახლეობა  თითოეულ ლუკმას ინაწილებს. უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად არაერთი ქვეყანა გაერთიანდა და სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

3 და 8 მარტს ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტი ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება

0

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლიდან დააწესა. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და შპს „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის“ სამსახურის ორგანიზებით, 3 და 8 მარტს, ქალბატონებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მომესახურება.  

3 მარტი დედის დღეა

0

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება, რომელიც ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული.

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს – 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება.

გაზეთი ბოლნისი გილოცავთ დედის დღეს!

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოყო

0

გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა. ჰუმანიტარული ტვირთი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიგზავნა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მიმდინარებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალური შტაბი, სადაც ნებისმიერ მსურველს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია.

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.„ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ერის მიმართ და საქართველოს მთავრობის, ქვემო ქართლში სახელმწიფო ადმინისტრაციის დახმარებით, ბოლნისელი მოქალაქეების სახელით, უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას ვუგზავნით. უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძენად მუნიციპალიტეტმა სარეზევრო ფონდიდან თანხები გამოჰყო, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში კი სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ვისაც სურვილი აქვს ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია. მსურს, ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ ბიზნეს სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორია ჩართული, რომელთაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის. რეგიონის მუნიციპალიტეტების – რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროსა, მარნეულის, წალკის მერების ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა განხორციელდა. პროცესი მომდევნო დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება. ,,კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციას აქტიურად ვუერთდებით. პროცესში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორია ჩართული, რომელთაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება შემდეგ დღეებშიც აქტიურად გაგრძელდება,“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.