Home Blog გვერდი 111

გოგი მეშველიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

0

საქართველოს პარლამენის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანს   სამუშაო შეხვედრა  ჰქონდათ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობისა და სურსათის დანაკარგების სააგენტოსთან.

პარლამენტარები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწვევით, სურსათის ნარჩენების შემცირების, სურსათის აღდგენისა და განაწილების საკითხებზე გამოცდილებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის ადგილზე გაცნობის, სხვადასხვა უწყებათა როლების გააზრებისა და აღნიშნული გამოცდილების საქართველოში ადაპტირების მიზნით  მივლინებაში იმყოფებიან  საფრანგეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავაგ გოგი მეშველიანი ავრცელებს.

ბოლნისში სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “Master league” ჩატარდა

0

21 აგვისტოს, სოფელ რატევანის საფეხბურთო მოედანზე, ააიპ 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, მასობრივი სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “Master league” გაიმართა.

 ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს სოფელ ქვემო ბოლნისის და სოფელ ცურტავის  გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ანგარიშით 8:0 ცურტავის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

გიორგი ბოჭორმელი, აღმოსავლეთ მასტერლიგის ხელმძღვანელი:

-დღეს ბოლნისში გაიმართა მუნიციპალური ეტაპი, რომელშიც ერთმანეთს ქვემო ბოლნისის და ცურტავის გუნდები დაუპირისპირდნენ.  ფინალში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები უკვე გადაინაცვლებენ ქვემო ქართლის ეტაპზე, სადაც საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.

ნუკრი ფოცხვერაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, სპეციალისტი სპორტის მიმართულებით:

-აღნიშნულ ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხედ უერთდება. დღევანდელ შეხვედრაზე გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება თბილისში შემდეგი ეტაპისთვის. სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით იმართება,  მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია.

წალკის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ მადლობას უხდის გოგი მეშველიანს

0

წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს გოგი მეშველიანს ფინანსური და მორალური მხარდაჭერისთვის. მადლობის ტექსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა : „კლუბი მადლბას უხდის ქვემო ქართლის დეპუტატს, ბატონ გოგი მეშველიანი / Gogi Meshveliani ემოციური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. ადამიანი რომელიც მუდამ ხალხის გვერდში დგას. “ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კლუბი. შეგახსენებთ, რომ კლუბმა მანამდე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დახმარებას ითხოვდნენ

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: „მეგობრებო, ჩვენს ფეხბურთის გუნდს კიდევ ერთხელ სჭირდება მხარდაჭერა. როგორც იცით, ბიჭები მონაწილეობენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, მე-5 ლიგაზე. თქვენი მხარდაჭერით, პირველი ეტაპის თანხა, 3500 ლარი შევაგროვეთ და ბიჭები დიდ ამბავს შეეჭიდნენ. მათ არაერთი მატჩი ჩაატარეს, იყო წაგებაც და მოგებაც. გვაჩუქეს არაერთი ემოცია და მიიღეს უდიდესი გამოცდილება. ახლა ისევ უწევთ თანხის გადახდა, მეორე ეტაპზე- 3500 ლარი უნდა გადაიხადონ და ისევ ვეძებთ მხარდამჭერებს. იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები არ დანებდნენ; წალკაში ფეხბურთის განვითარებისთვის; მომავალი თაობის იმედისთვის; მომავალ წელს ძლიერი მხარდამჭერის მოპოვებისთვის. სწორედ ამ დიდი ამბებისთვის ისევ უნდა დავუჭიროთ ფინანსურად მხარი ჩვენს ფეხბურთელებს, თითოეულ ლარს ბიჭებისთვის ბევრი იმედი და მოტივაცია მოაქვს. ანგარიშის ნომერი: GE95BG0000000525971997 მიმღები : საფეხბურთო კლუბი “ეძანი”“ რის შემდეგაც მაჟორიტარმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას კლუბის მხარდაჭერისკენ მოუწოდა _ „წალკელი ახალგაზრდების ენთუზიაზმით შექმნილ საფეხბურთო გუნდს ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ვფიქრობ, ჩვენი ერთობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია წალკაში ფეხბურთის განვითარებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის! „- წერდა გოგი მეშველიანი.

გოგი მეშველიანმა ბოლნისში საძმო სასაფლაოს მშენებლობა დაათვალიერა

0
საძმო სასაფლაო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა , ქალაქ ბოლნისში საქართველოსთვის დაღუპული მეომრების საძმო სასაფლაოს მოწყობის სამუშაოები, აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის, ლევან მემანიშვილის დასთან, ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„ბოლნისში საძმო სასაფლაოს და მემორიალის მოწყობის გადაწყვეტილება გასულ წელს იქნა მიღებული, როდესაც 28 წლიანი მოლოდინის შემდეგ, სამხედრო პატივით, მშობლიურ მიწას მივაბარეთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ჩვენი თანამოქალაქე და თანამებრძოლი, ლევან მემანიშვილი. ის ერთ–ერთია იმ 14 ბოლნისელთა შორის რომელთა შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის, იმ პერიოდამდე უცნობი იყო. ვიმედოვნებ, რომ დანარჩენი 13 მებრძოლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაკვლევთ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 222 500 ლარის ოდენობით ფინანსდება, აღსანიშნავია, რომ საძმო სასაფლაოზე მემორიალის მოსაწყობად პროექტზე კონკურსი ცალკე გამოცხადდება.

დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა

0
დავით შერაზადიშვილი

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა ბესარიონ სულხანიშვილმა და დეკანოზმა თეოდორე ცხოვრებაშვილმა აღავლინეს საზეიმო წირვა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. მერმა მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და მათ ბედნიერება და მშვიდობა უსურვა. „თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ფერისცვალებას ჩვენი ოჯახებისთვის ბედნიერება და მშვიდობა მოეტანოს. ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიყვარულს, ურთიერთპატივისცემასა და სიკეთეს. დაე, უფლის ნათელი და წყალობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფერიცვალება, მამა თეოდორე
ფერიცვალება, დედაო
ფერიცვალება, მამა ბესარიონი
ფერიცვალება

წარმატებას განსაზღვრავს მიზანი, მოტივაცია და მუდმივი შრომა – რუბრიკის კითხვებს ანანო უგრეხელიძე პასუხობს

0
ანანო უგრეხელიძე

თავის-უფლება, მშვიდობა, სიყვარული და ოჯახი – ეს არის ჩვენი რუბრიკის გმირის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტები. პროფესიით საზოგადოებრივი გეოგრაფია,  ამასთანავე შეისწავლა საბაჟო საქმე, თუმცა, არც ერთი განხრით  არაა დასაქმებული,  ახალგაზრდები და მათთან  მუშაობა ბედნიერებას ანიჭებს. რამდენიმე წლის წინ,  მიზნად დასახული იდეა – ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის შეექმნა სივრცე, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდნენ რეალობად აქცია.  მისაბაძი ადამიანიც ჰყავს, დედა, რომლისგანაც  იმ უნარ-ჩვევებს სწავლობს, რაც ცხოვრების მანძილზე უმთავრესია. მომავალ თაობებს ურჩევს, დაეწაფონ ცოდნას, რადგან წარმატებული მომავლისკენ  გზა, განათლებაზე გადის.

ჩვენ  კითხვებს  ანანო უგრეხელიძე პასუხობს.

ვინ არის ანანო უგრეხელიძე?

-ანანო არის მებრძოლი, აქტივისტი, თავის საქმეზე შეყვარებული ახალგაზრდა. უყვარს მარტო ყოფნა, ყავა, ფრანგული მუსიკა და კინომატოგრაფია.

როგორ და რატომ აირჩიე ეს პროფესია, როგორ შეხვდა ოჯახი, მოგვიყევით მათ შესახებ.

-პროფესიით საზოგადოებრივი გეოგრაფი ვარ, ახლახან დავასრულე საბაჟო საქმის შესწავლაც, თუმცა, ამჟამად არც ერთი განხრით  არ ვმუშაობ.  ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან კარგად შეხვდა, მათთვის მთავარია, მე მქონდეს სურვილი ამა თუ იმ საკითხის შესწავლის. ისინი ყოველთვის და ყველა სიტუაციაში გვერდში მიდგანან.  სხვადასხვა სფეროები მიზიდავს, ამიტომ მუდმივად სწავლის პროცესში ვარ, შესაძლებელია, ერთი მეორესთან, სრულებითაც  არ იყოს დაკავშირებული.  უკვე მე-5 წელია, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ ახალგაზრდებთან, რაც ძალიან ბედნიერს მხდის.

 –რა არის ამჟამად შენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?

-ახლა რომ ვუყურებ, რაც ზოგადად ჩვენს გარშემო ხდება, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მაინც მშვიდობაა.

ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს…

-წარმატება ნიშნავს მოგებულ ბრძოლას.

რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?

  – წარმატებას განსაზღვრავს მიზანი, მოტივაცია და  ამ მიზნისთვის მუდმივი შრომა. თუმცა, პატარ-პატარა ბედნიერი შემთხვევები,  ვფიქრობ, საჭიროც არის და ხანდახან მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარიც.

პრიორიტეტები

-თავის-უფლება, მშვიდობა,  სიყვარული, ოჯახი.

როგორ ფიქრობ, პრიორიტეტები დროთა განმავლობაში შეიცვლება თუ  იგივე დარჩება?

-ის რაც ზემოთ ჩამოვთვალე, არასდროს შეიცვლება. თუმცა, ცხოვრებაში  შესაძლებელია მცირეოდენი ცვლილებებიც.

შენი მიზნები, რა გიბიძგებს  მიზნების შესრულებისკენ?

-რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვანი მიზანი დავისახე, რადგან იმ პერიოდში ბოლნისში ახალგაზრდული სივრცე არ არსებობდა, მინდოდა  შემექმნა უსაფრთხო არაფორმალური გარემო  ახალგაზრდებისთვის, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ ერთმანეთის მოსმენას, იდეების, გამოცდილების, აზრების გაზიარებას. ან თუნდაც უბრალოდ შეიკრიბებოდნენ და დროს ერთად გაატარებდნენ, განიხილავდნენ სხვადასხვა წიგნებს, უყურებდნენ ფილმებს, დალევდნენ ყავას და ა.შ. სწორედ ამიტომ  ჩემს მეგობრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბოლნისის ახალგაზრდული სახლი“ ჩამოვაყალიბე. დღესდღეობით 40-ზე მეტი აქტიური მოხალისე გვყავს.

ყველაზე მთავარი, რამაც მიბიძგა ამ მიზნის შესრულებისკენ, არიან თავად ახალგაზრდები, რომლებსაც ფაქტობრივად ჰაერივით სჭირდებათ მსგავსი სივრცეები.  არამარტო ბოლნისში, არამედ საქართველოშიც კი ძალიან ცოტა ადგილია, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა აქვთ.

როგორ განსაზღვრავს საკუთარ თავს წარმატება?

-უფრო მეტ მოტივაციას გმატებს, თითქოს თავიდან გმუხტავს.

 ვინ და რამ მოახდინა დიდი გავლენა შენზე?

  -სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ჩნდებიან, ოჯახი, ის მწერლები, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ვეცნობი, ის მუსიკა, რომელიც ყოველდღიურად მესმის, ის გარემო, სადაც ვცხოვრობ, ყველაფერი ეს პატარ-პატარა გავლენას ახდენს ჩემზე. თუმცა, პიროვნების ჩამოყალიბებასა და შეცნობაში დოსტოევსკის შემოქმედება ძალიან დამეხმარა და ალბათ ყველაზე დიდი გავლენაც მან მოახდინა,  რადგან ჯერ კიდევ მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც მისით დავინტერესდი და მოგეხსენებათ, სკოლის ასაკი მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.

რა არის შენი ცხოვრების ყველაზე გასაოცარი მიღწევა, რითაც განსაკუთრებით ამაყობ?

 -ეს კითხვა ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რომ დამისვან, ალბათ იგივე პასუხს გავცემ – განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ შევძელი და 70-ზე მეტი ახალგაზრდა ერთი მიზნის , ერთი იდეის ირგვლივ გავაერთიანე. შევძელი და ამ ახალგაზრდების იმედები გავამართლე, მათი სურვილებისა და  იდეების რეალიზებით.

ვინ არის შენთვის მისაბაძი მაგალითი?

      დედაჩემი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია,  ფაქტობრივად ყველაფერს მისგან  ვსწავლობ.

საყვარელი პოეტი, მწერალი…

-მოდი ვიტყვი, მსოფლიოს მწერალი – დოსტოევსკი.  ვფიქრობ, ადამიანმა თავისი სიცოცხლის  მანძილზე,  ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს მისი რომელიმე ნაწარმოები.

მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ შენს ცხოვრებაში?

-სიმართლე რომ ვთქვა, მეგობრებთან ერთად დროს ხშირად ვერ ვატარებ.  ამჟამად მთელი ჩემი დრო და ენერგია, ახალგაზრდებს ეთმობა.

შენი ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდით მათ?

  -მომავალი განათლებაშია.  მეტი იკითხეთ, მეტი შეიმეცნეთ, ყველა რესურსი გამოიყენეთ, რაც გარშემო გაქვთ, იყავით კარგი ადამიანები.

როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

 ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა თანასწორია და არ სჭირდებათ ადამიანებს იმის მტკიცება, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტობა მხოლოდ მათ ეკუთვნით, რომ სიყვარული არის სიყვარული და ძალადობა ვერასდროს იქნება გამოსავალი.

დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.

-ნუცა გობეჯიშვილი, ძალიან ნიჭიერი,  ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულ ენას ასწავლის. ვფიქრობ, უნდა გაიცნოს ბოლნისმა ნუცა.  ასეთ კითხვას დავუტოვებ –  ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა რა შეცვალა  მის ცხოვრებაში.


-მადლობა ანანო სასიამოვნო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ!

ავტორი:ნონა ხუზმიაშვილი

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობას, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რამდენიმე თვეა სრული რეაბილიტაცია უტარდება, მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

 წლების განმავლობაში აღნიშნული სამსახური ჩვეულ რეჟიმში, ძველ შენობაში ფუნქციონირებდა. პანდემიის დაფიქსირებიდან კი ვალდებულებების ფარგლებში, დაიწყო შესაბამისი აქტივობები, რომლის განსახორციელებლად აუცილებელი გახდა სათანადო ინფრასტრუქტურა, რაც სამსახურს არ გააჩნდა.

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის თვიდან დაიწყო და მას, შ.პ.ს. ,,მეტრი“ ახორციელებს. შენობა სრულად ადაპტირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ლაბორატორიით, კეთილმოეწყობა ეზოც. სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულდება და ბოლნისს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ექნება.

ბოლნისში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო

0
ვენახი

☑ საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას ბოლნისის მუნიციპალიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას.

➡️ საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ბოლნისური ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, ამასთან უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

⤵️ ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით ვენახებისა და მევენახეების შესახებ, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.

⬇️ ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა – მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

0
გიორგი მირიანაშვილი, კონსტანტიძე კორძაძე

15 აგვისტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე განხილული იყო შემდეგი ოთხი საკითხი:

1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 2.„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“; 3.„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სოფლის კრებების შედეგად მოთხოვნილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 აპრილის N8 გაკნარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 4. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“. სამივე საკითხზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება.

ასევე დადებითად შეფასდა 2022 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

,,დიდგორობის” სახალხო დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

0

დიდგორის ბრძოლიდან 901-ე წელი აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2022“ გაიმართა. დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის, მედალი „დიდგორის ჯვარი“გადასცა: პოლკოვნიკ – ოთარ დოლიძეს;მასტერ სერჟანტს – გენრი სიმსივეს;სერჟანტ – ალექსანდრე ქოთოლაშვილს.„დიდგორობა 2022“-ის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო. სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა “ბოლნისის კულტურის ცენტრმაც” მიიღო, რომელმაც საქართველოს რამდენიმმე კუთხე წარმოადგინა მათთვის დამახასიათებელი კულინარიითა და ფოლკლორით. „1121 წელს, მეფე დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ქართველებმა თურქ-სელჩუკები დაამარცხეს. ეს ბრძოლა ქართველი ერის სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. „ძლევაი საკვირველი“ ნათლად ადასტურებს, რომ თავისუფლების სიყვარულს, გაერთიანებული ძალებით ერთი მიზნისკენ სწრაფვას ნებისმიერი მტრის დამარცხება შეუძლია. თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღეს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.