
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. წელს ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 34-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 559 400 ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ 2016-2020 წლებში საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ 214 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 646 949 ლარი დაიხარჯა.