პარასკევი, ივნისი 20, 2025
spot_img
Homeჯანდაცვა"წითელი ჯვრის საზოგადოებამ", ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მოწყვლადი კატეგორიის 70 ოჯახს სასურსათო და...

“წითელი ჯვრის საზოგადოებამ”, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მოწყვლადი კატეგორიის 70 ოჯახს სასურსათო და ჰიგიენური პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები გადასცა

კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ,,წითელი ჯვრის საზოგადოებამ” ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის 70 ოჯახს სასურსათო და ჰიგიენური პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.

პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით მიიღეს. ჰუმანიტარული დახმარება ოჯახებს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა პირადად მიუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი “წითელი ჯვარის საზოგადოებასთან” აქტიურად თანამშრომლობს, საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული პაკეტები მუნიციპალიტეტში უკვე რამდენჯერმე დაარიგა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები