ფესტივალი, რომელიც ასობით მოსწავლესა და მშობელს, სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულით აერთიანებს. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სკოლის ეზოში უკვე მე-12 წელია ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს, თაობები დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით წარმოადგენენ. „ჩემი საქართველო აქ არის“ ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ხალხური შემოქმედება, ტრადიციული სამოსი და კერძები, რომელიც საქართველოს მრავალფეროვან კულტურას ასახავდა. ფესტივალს, სასკოლო საზოგადოების გარდა, მხარის რწმუნებული ილია ჯალაღანია მოადგილესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდა.



