ქორეოგრაფიული ანსამბლი,,ბოლნელი-დვალეთი“ ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს ,,გრამპრი 2025″ -ის მფლობელია

ფესტივალ-კონკურსზე „Wonderland from Varna v 2025“ჟიურის გადაწყვეტილებით, უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელი  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბოლნელი-დვალეთი“ გახდა. ანსამბლმა უმაღლესი შეფასება  შემდეგ კრიტერიუმებში მიიღო: საშემსრულებლო უნარები, მოძრაობის ტექნიკა, კომპოზიცია, სიუჟეტი, კოსტუმები და რეპერტუარის სირთულე.

    III საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „WONDERLAND FROM VARNA WITH LOVE 2025“ ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.

ფესტივალი დაარსდა 2015 წელს, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია ელენე ბარსეგოვა. კომპანია „TEAM TRAVEL“ და „GEO FEST GEORGIA, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებს ატარებს,  როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: ბულგარეთში, თურქეთში, საბერძნეთში და ესპანეთში. ფესტივალზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს.

   ხელოვნების ფესტივალ-კონკურსში  მონაწილეობა მიიღეს 5 ქვეყნის ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.  აღსანიშნავია ისიც,  რომ „WONDERLAND“ ხშირად საპატიო სტუმრის სტატუსით იწვევს სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელს, ამჯერად ფესტივალში და გალა კონცერტში მონაწილეობას იღებდა აჭარის აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი“.

ფესტივალ-კონკურსს  კომპეტენტური და მიუკერძოებელი ჟიური ჰყავდა.

  ანსამბლის  საგასტროლო ჯგუფი, გარდა რამდენიმე მოზრდილი ძველი წევრისა, ძირითადად ახალბედებისგან დაკომპლექტდა, რომლებსაც ფარგლებს გარეთ შემოქმედებითი მოგზაურობის არანაირი გამოცდილება არ  ჰქონდათ,  9 – 10 წლის ბავშვებისთვის, უდიდეს შემოქმედებით ნახტომად შეიძლება შეფასდეს ურთულესი საკონკურსო პროგრამის დაძლევა, რომელიც   მხოლოდ 40 დღის განმავლობაში მომზადდა.  მათთვის 4  ახალი კომპოზიცია იყო  ცოდნის შეძენის და  გაღრმავების შესაძლებლობა.   ,,ბოლნელის” 2025 წლის 17 – 29 აგვისტოს საზაფხულო – საგასტროლო მოგზაურობა,  გამორჩეულია უჩვეულო და შეუდარებელი  შტრიხით. ,,ბოლნელთან“ ერთად გაერთიანდა, ამავე ქორეოგრაფიულ სკოლა – სტუდიაში აღზრდილი,  ანსამბლის   წარმატებული მოცეკვავის, ტარიელ დვალის მიერ, დაბა კაზრეთში, დაფუძნებული ქართული ხალხური ცეკვის სტუდიისა და ახლად ჩამოყალიბებული ანსამბლ “დვალეთის“ მოცეკვავეები. ამიტომ მასწავლებლის და მოსწავლის შემოქმედებით ძალებს ,,ბოლნელი – დვალეთი’’ დაერქვა და განახლებული პროექტით  ბულგარეთის “ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ – კონკურს 2025” წარსდგა. ტანდემი წარმატებული აღმოჩდა, ანსამბლი “ბოლნელი – დვალეთი”  ფესტივალ – კონკურსის მთავარი პრიზის, უმაღლესი ჯილდოს – გრამპრის მფლობელი გახდა’’-აღნიშნა ანსამბლის ხელმძღვანელმა.

ვილი გრიგორიანი, ჟიურის წევრი:

  -ძალიან შთამბეჭდავი იყო ამ ანსამბლის გამოსვლა. ყველა წევრი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული შესრულებით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო კომპოზიცია და კოსტუმები, ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ წარმატებას.

ელენე ბარსეგოვა, ფესტივალის პრეზიდენტი:

-ვულოცავთ ანსამბლს ფესტივალ-კონკურს „Wonderland from Varna with love 2025“-ის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მიღებას, მოხარული ვართ ჟიურის გადაწყვეტილებით, ნამდვილად გამორჩეული და შთამბეჭდავი ნომრები წარმოადგინეს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდი არასდროს ერევა ჟიურის კომპეტენციაში და გადაწყვეტილებაში .მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის და თანამშრომლობისთვის, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი სიყვარული და პატივისცემა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული