ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
spot_img
Homeსაზოგადოებაქვემო ქართლშო სახელმწიფო რწმუნებული,რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა.

ქვემო ქართლშო სახელმწიფო რწმუნებული,რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა.

ქვემო ქართლშო სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, ქვემო ქართლის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული ინფორმაციის მიწოდება და კოორდინაციის გაძლიერება წარმოადგენდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას რეგიონში არსებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები და ის სერვისები გააცნეს, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც სოფლის რწმუნებულებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დეკანოიძე, რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის კოორდინატორი გიორგი კაკულია, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ხოზრევანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი თინა ღოღელიანი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენელი მაკა ომიაძე, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები