აღმაშენებლის ქუჩაზე , იქ სადაც წლების განმავლობაში ნაგავი იყრებოდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა და 1200 კვ.მ ფართობზე გასართობი სივრცე მოეწყო. გაკეთდა ხელოვნურ საფარიანი მინი სტადიონი, საბავშვო სივრცე, პავილიონი, დაიდგა სკამები, დამონტაჟდა განათებები და ტერიტორია შემოიღობა. მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა.