ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა. სოფლის კრებები დღეს სოფლებში: აკაურთაში, ბალიჭში და დაბა კაზრეთში შედგა. მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის და სივრცითი ტერიტორიული მოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა, რომელიც 26 იანვარს დაიწყო და 47 დასახლებულ პუნქტში განხორციელდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 ათასი ლარია გამოყოფილი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
მსგავსი სტატიები