სოფელ გეტაში საკარანტინო რეჟიმის მოხსნის წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგიურმა ჯგუფებმა დღეს წითელ ზონაში მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებიდან ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. წითელ ზონაში ასევე მასობრივი თერმოსკრინინგიც განხორციელდა. დადებითი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები და კვირის ბოლოსთვის სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება. აღსანიშნავია, რომ გეტაში კორონა ვირუსი 16 მაისის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ბოლო დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კი ორი საინკუბაციო პერიოდი სრულდება.