ბოლნისის, ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლამ, საანგარიშო კონცერტით, 2024- 2025 სასწავლო წელი შეაჯამა. ღონისძიება მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მეორედან მეშვიდე კლასის ჩათვლით, ნიჭიერი მოსწავლეები.
საღამოზე გაჟღერდა როგორც ქართული, ასევე უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები, შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების საფორტეპიანო და კლასიკური გიტარის ნომრები, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეების მომზადების დონე და მათი სიყვარულით სავსე დამოკიდებულება მუსიკის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის სამუსიკო სკოლა, წლების განმავლობაში, მტკიცედ ინარჩუნებს შემოქმედებით და პროფესიულ სტანდარტს, წელიწადში ორჯერ იმართება სკოლის შიდა კონცერტები, სადაც მოსწავლეები საზოგადოებას თავიანთ ცოდნას უზიარებენ.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას, როგორც საგუნდო, ასევე საფორტეპიანო კონკურსებში, სადაც ხშირად იმარჯვებენ, მათი მიღწევები მოტივაციის წყაროა, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე თანატოლებისთვის.