საქართველოში ეპიდვითარება კვლავ მწვავეა, ქვეყანა ნარინჯისფერი ზონიდან ისევ წითელ ზონაში გადავიდა, ქვემო ქართლი ერთ-ერთ მწვავე რეგიონად დასახელდა კოვიდსტატისტიკის კუთხით. დაინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლნისშიც იმატა, დღიური მაჩვენებელი თითქმის 5-დან 10-მდე ფიქსირდება. საკმაოდ დიდია კონტაქტები. ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 12 პაციენტი გადის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა გარდაცვალების ფაქტი. საერთო ჯამში ბოლნისში 2020 წლის მარტიდან დღემდე კოვიდ 19-ის 3000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.