ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა, რომლის ერთ-ერთი წევრი, ბოლნისელი ფალავანი, ფრიდონ გიგანია, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რუსეთში, ქალაქ უფაში საქართველომ ავსტრიას, საფრანგეთს, თურქეთსა და ნიდერლანდებს მოუგო. ,,ვულოცავ ფრიდონსა და საქართველოს ნაკრებს ამ ისტორიულ გამარჯვებას. ფრიდონს კვლავ არაერთ წარმატებას ვუსურვებ. მჯერა, რომ ფრიდონი მომავალშიც არაერთხელ გვასახელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი გვერდში უდგას ჩვენს სპორტსმენებს, მუნიციპალიტეტს მათთვის სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა აქვს შემუშავებული, რის ფარგლებშიც, წარმატებული სპორტსმენები მერიისგან ერთჯერად ფულად ჯილდოსა და ყოველთვიურ სტიპენდიებს იღებენ. ეს წამახალისებელი პროგრამა, ვფიქრობ, ერთგვარი მოტივაცია და დაფასებაა იმ დიდი სიხარულის, რაც სპორტსმენების გამარჯვებებს ახლავს თან”,განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
მჯერა, რომ ფრიდონი მომავალშიც არაერთხელ გვასახელებს-დავით შერაზადიშვილი
მსგავსი სტატიები