
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, გუშინ სოფლის გახსნასთან დაკავშირებით, წინამოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებმა, სამიზნე ჯგუფებიდან 66 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, აქედან არცერთ მათგანს კოვიდ19 არ დაუდასტურდა. პარალელურად სოფელში ჩატარდა მასობრივი თერმოსკრინინგიც. არსებული ეპიდ სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, მუშევანს წითელი ზონის სტატუსი უახლოეს დღეებში მოეხსნება.
შეგახსენებთ, რომ მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მას შემდეგ აქ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. სოფელში სულ 80 კოვიდ ინფიცირებული დაფიქსირდა.