ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
HomeTVმუნიციპალიტეტის მასშტაბით ორმოცდაექვს წარჩინებულ  მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორმოცდაექვს წარჩინებულ  მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

ქ. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში საბაზისო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

ცერემონია სკოლის  სააქტო დარბაზში გაიმართა. დირექტორმა და დამრიგებელმა წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერი   გადასცეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

პირველების სკოლაში წარჩინებულთა რაოდენობა  ტრადიციულად, ყოველწლიურად მატულობს. პერსონალური კომპიუტერები  მუნიციპალიტეტის საბაზისო საფეხურების წარჩინებით სწავლისთვის სულ 46 მოსწავლეს გადაეცა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები