ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
spot_img
HomeTV „მე დავრგე ხე“      კამპანიის მეორე ეტაპი გაიმართა

 „მე დავრგე ხე“      კამპანიის მეორე ეტაპი გაიმართა

საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“, აგრძელებს კამპანიას „მე დავრგე ხე“, რომლის მიზანს  წლების განმავლობაში  კომპანია „არემჯის“  სამთო საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსასწორებელ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოსწავლე- ახალგაზრდების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.

  1 მაისს,  ორგანიზაციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების II სანაყაროზე,  კომპანია  „არემჯის“ გარემოს დაცვის დეპარტამენტთან ერთად  ხის დარგვის ღონისძიება  ჩაატარა.

 სანაყაროზე,  რომელიც  თავისი „რთული ნიადაგით“  არის ცნობილი,  სპეციალურად შერჩეული  ჯიშების 265   ხე დაირგო.

 ღონისძიების ფარგლებში    დაგეგმილი იყო  სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებიც,  რომელიც მოსწავლეებში გარემოს დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას   შეუწყობს ხელს.

კამპანიამ „მე დავრგე ხე“ სტარტი 2024 წლის 22 ოქტომბერს „ხის დარგვის საერთაშორისო დღეს“ აიღო.   პირველი ღონისძიება  დმანისის მუნიციპალიტეტში აბულმუგის საბადოს ფუჭი ქანების სანაყაროს ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც  ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად    300  სხვადასხვა  ჯიშის ხე დაირგო.

 კამპანია „მე დავრგე ხე“ გაგრძელდება ოქტომბერშიც.  ღონისძიებების გრაფიკი სრულად ესადაგება სპეციალისტების მიერ   ხის დარგვის რეკომენდირებულ პერიოდს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები