ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
HomeTVლევან ქუქჩიშვილის მარანში ქართველ და აზერბაიჯანელ მხატვართა ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მოეწყო

ლევან ქუქჩიშვილის მარანში ქართველ და აზერბაიჯანელ მხატვართა ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მოეწყო

ბოლნისში, „ლევან ქუქჩიშვილის არტ მარანში“ გარდაბნელი, დმანისელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა მოეწყო.

საიდა ზახაროვა-ჯაიანი, ქეთი კავილაძე, ავთანდილ ნარსავიძე, ხათუნა სონღულაშვილი და გაშამ სულეიმანოვი  თავიანთი შემოქმედებით საზოგადოებას შეახსენებენ, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ერი  მეგობრული ურთიერთობით ერთად ქმნიან ქვეყნის მომავალს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია ტილოზე ზეთით, მუყაოზე აკრილით, პასტელით, აკვარელით; ინკრუსტაციის ტექნიკითა და მინაზე ვიტრაჟის საღებავებით შესრულებული ნამუშევრები.

რეგიონებში მხატვრების შემოქმედების  გამოფენა მიზნად ისახავს მათი ნახატების ფართო  საზოგადოებისათვის გაცნობას.

,,არტ მარანში“ წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება და მხატვრებთან გასაუბრება საზოგადოებას  მთელი დღის მანძილზე შეუძლიათ, აქ მოსულ სტუმრებს  საშუალება ეძლევათ გაიცნონ და დააგემოვნონ ორი საუკუნის წინ შვაბი გერმანელების მიერ აშენებულ მარანში, ახალგაზრდა მეღვინის ლევან ქუქჩიშვილის მიერ დაყენებული 2022 წლის ღვინოები.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები