ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაკომუნალური მეურნეობის თანამშრომლებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

კომუნალური მეურნეობის თანამშრომლებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურის ხელმძღვანელობამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ადამიანებს,  რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი  ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე დამდეგი შობა-ახალი წელი  საახალწლო ნობათით მიულოცა.

შაქარი, ბრინჯი, ზეთი, მაიონეზი,  ბარდა,   კარაქი,  შესქელებული რძე და შოკოლადის ასორტი, ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც კომუნალური მეურნეობის 113-მა თანამშრომელმა მიიღო.  

  საჩუქრების შესაძენად  საჭირო თანხა, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონულმა კომიტეტმა, ორგანიზაციის საწევრო დანაზოგიდან გამოყო. აღსანიშნავია, რომ საახალწლო აქციას  შპს ,,კომუნალური მეურნეობა“ და  ,,საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი” უკვე მეათე წელია ახორციელებს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები