სხვენიდან დაბრუნებული წარსული, ისტორია, რომელიც კატერინენფელდის – დღევანდელი ბოლნისის ამბავს გვიყვება, ყველაფერი სიჩუმით იწყება, ძველი სახლის სხვენში, მტვრის ფენაში ჩაფლული ნეგატივების ყუთში, რამდენიმე ასეული სურათით, რომელიც დროში დაკარგული იყო, თუმცა გადარჩა, რათა გაეცოცხლებინა გასული საუკუნის 20-იანი წლები. ეს არის ამბავი უცნობი ფოტოგრაფის შესახებ, რომელმაც ობიექტივში ჩაკეტა გერმანელი კოლონისტებისა და ქართველების ერთად ცხოვრება, მათი ადათ-წესები. ყოველი კადრი დროის შეჩერებული სუნთქვაა. „დაკარგული ფოტოების ამბავი“ – ასე ქვია თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერაც საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში შედგა. კომპანია არემჯის მხარდაჭერით გადაღებული ფილმი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის.
რეჟისორი გვიჩვენებს, როგორ ესაუბრება საუკუნოვანი ნეგატივები თანამედროვე ბოლნისს, სადაც დღესაც ცოცხლობს უნიკალური გერმანულ-ქართული არქიტექტურა, სადაც ისევ ფუნქციორებს აღდგენილი მეღვინეობის ტრადიცია და ორი კულტურის ნაზავი ახალ სიცოცხლეს იძენს. პრემიერაზე მიწვეულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვენში აღმოჩენილი და გაცოცხლებული ფოტოარქივი, რომელიც მტკიცებულებაა იმის, რომ დაკარგული არაფერია, სანამ ის გვახსოვს.
ფილმში ყურადღება ეთმობა ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, რომელიც არემჯის მიერ იქნა შეძენილი და აღდგენილი, საუკუნოვანი სახლი მტკიცედ ინახავს ისტორიას. ეს არის ცოცხალი მუზეუმი, სადაც გასტრონომია ხელოვნებას ხვდება, ხოლო წარსული მომავალს.





