
ბოლნისის სპორტულ ცხოვრებაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ქართული სპორტის დიდი ქომაგის, ზურაბ პეტრიაშვილის სახელობის ტურნირი ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება. მიმდინარე ტურნირში მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, მომავალი წლიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდებიც ჩაერთვებიან. ტურნირის ჩატარების იდეა ზურაბ პეტრიაშვილის სამეგობროს ინიციატივით გაჩნდა და მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაა. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ტურნირი 21 დეკემბერს გაიმართა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა გარდამავალი თასი, მედლები და სიგელები მიიღო,ხოლო მეორე ადგილზე გასული მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდა.