სხდომის გახსნისას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დეპუტატებს მათი აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ განიხილეს სამი საკითხი.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, სოლომონ ჩარკვიანმა დეპუტატებს 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარუდგინა. მისი ინფორმაციით, შემოსულობებისა და ფინანსური აქტივების კლება 69 110,0 ათასი ლარით განისაზღვრა, გაიზარდა საერთაშორისო გრანტები, ჯარიმები და მიზნობრივი ტრანსფერები. დამატებითი რესურსები მიმართული იქნება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გიზო კორტავამ, მუნიციპალიტეტის აქტივების განახლების მიზნით, 34 ერთეული მცირეფასიანი ინვენტარისა და 15 ერთეული ძირითადი საშუალების ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
ინფრასტრუქტურის სამსახურის,სამშენებლო სამუშოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა გიორგი სიკინჭელაშვილმა, დეპუტატებს 21 ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომელთა საერთო ღირებულება 6 მილიონ 400 ათასი ლარია. პროექტები მოიცავს შიდა გზების, სკვერებისა და მინი სტადიონების მოწყობას, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციას, სანიაღვრე და სასმელი წყლის სისტემების გაუმჯობესებას, ასევე კულტურისა და დასვენების პარკში სარწყავი ქსელის მოწყობას.
საკრებულომ ყველა საკითხი ერთხმად დაამტკიცა.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, თავმჯდომარე გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა
მსგავსი სტატიები









