ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაგოგი მეშველიანის ჩართულობით წალკაში ათწლეულების პრობლემური საკითხი გადაწყდა

გოგი მეშველიანის ჩართულობით წალკაში ათწლეულების პრობლემური საკითხი გადაწყდა

საქართველოს პარლამენტის წევრის ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარის გოგი მეშველიანის ჩართულობით წალკის მუნიციპალიტეტში ათწლეულების პრობლემური საკითხი მოქალაქეების სასიკეთოდ გადაწყდა. წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ სკოლებში, კადრების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ჩამოსახლებული პედაგოგებისათვის, საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირების საკითხი ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი იყო. გოგი მეშველიანის , სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 პედაგოგს და მათ ოჯახებს სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები .

„მოხარული ვარ, რომ შევძელით წალკის მუნიციპალიტეტში ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემის მოქალაქეების სასიკეთოდ გადაწყვეტა. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო სექტორთან და აღნიშნული საკითხი CENN-ის პროექტის ,,ეს წალკაა” ფარგლებში იქნა მოკვლეული და ჩემამდე მოტანილი. რაც არის სხვადასხვა უწყებების სწორი/აქტიური კომუნიკაციის შედეგის კარგი მაგალითი. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დღეს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის ,,ეს წალკაა” გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე, გაიმართა პედაგოგებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის ცერემონია.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები