პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
HomeTVბოლნისში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ ჩატარდა

ბოლნისში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ ჩატარდა

ქალაქ ბოლნისში,რამდენიმე ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2025’’ ჩატარდა, სადაც საქართველოს ეროვნული გვარდიის 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები მონაწილეობდნენ. სასწავლო პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ესწრებოდა,რომელმაც ეროვნული გვარდიის ბატალიონს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. „დიდგორი 2025“ ეროვნული – სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა,რომელიც მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. უწყებათაშორისი სწავლება კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. სადაც სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. კრწანისის პარალელურად, „დიდგორი 2025“-ის გახსნის ცერემონია სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა. ღონისძიებაში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი და საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები