ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
HomeTVბოლნისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბოლნისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბოლნისში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამოიფინა ადგილობრივი ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრები, მოხდა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო საგანმანათლებლო- შემეცნებითი და სპორტული სივრცეები და პატარებისთვის გასართობი კუთხეები. ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, საზეიმოდ იმართება. აღნიშნული აქტივობა წელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. დამოუკიდებლობის დღე საქართველოში, ყოველწლიურად, 26 მაისს აღინიშნება, რომელიც გვაერთიანებს და გვახსენებს ქვეყნის ისტორიულ გზას თავისუფლებისთვის.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები