ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026
spot_img
HomeTVბოლნისში ეთნოფესტივალი გაიმართა

ბოლნისში ეთნოფესტივალი გაიმართა

სვანეთის შემდეგ, ეთნოფესტივალს ბოლნისმა უმასპინძლა, რომელიც საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივითა და ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ფესტივალი ბოლნისში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის კულტურა, ისტორია, რელიგია და ტრადიციები იყო თავმოყრილი.

ფესტივალის ფარგლებში კულტურის სახლის ჰოლში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კუთხის ოსტატების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ქართულ ხალხურ ხელოვნებასა და მრავალფეროვან მემკვიდრეობას ასახავდა.

დღის დასასრულს, სხვადასხვა ანსამბლებმა, ქართული მრავალხმიანი ფოლკლორი და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს, რის შემდეგაც, ბოლნისიდან საპატიო ჩოხოსნები დაასახელეს, ღონისძიების ბოლოს ჩირაღდანი აინთო, რომელიც შემდეგი რეგიონის დასახელებამდე, ბოლნისის ეპარქიაში დაიდებს ბინას, ხოლო შემდგომ ჩირაღდანი მთელ საქართველოს მოივლის, როგორც ქვეყნის ერთობის და გაერთიანების სიმბოლო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები