ხუთშაბათი, მარტი 26, 2026
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისში ახალი სკოლა, რეაბილიტირებული ბაღები და დაგეგმილი სტადიონი – მინისტრის სამუშაო ვიზიტი...

ბოლნისში ახალი სკოლა, რეაბილიტირებული ბაღები და დაგეგმილი სტადიონი – მინისტრის სამუშაო ვიზიტი მუნიციპალიტეტში

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა. მან მშენებარე და დასრულებული ობიექტები მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრთან ერთად, სამუშაოები დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის თეთრიწყაროს და წალკის დელეგატმა, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ტალავერს ეწვივნენ, სადაც ნომერ პირველი საჯარო სკოლის მშნებელობა მიმდინარეობს. სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. მოეწყო საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. შენობაში განთავსებულია, ასევე კვების სივრცე, მუსიკის ოთახები და სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, კეთილმოეწყო სკოლის ეზო და სათამაშო მოედანი.

default

მინისტრმა, მოინახულა სოფელ ტანძიაში და სოფელ ქვემო ბოლნისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები, სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრიაციული ზონები, ეზო და მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება. შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.

default
default
default

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ასევე დაათვალიერა ის ადგილი, სადაც ახალი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა მოხდება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილ, ბუნებრივ საფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც. საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოეწყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები. პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი. ბოლნისის ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.

default
მსგავსი სტატიები

1 კომენტარი

  1. ბატონ რევაზ სოხაძე მაგარი კაი პიროვნებაა👍💯გამკეთებელია რასაც იტყვის🙏

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები