ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
spot_img
Homeსოფლის მეურნეობაბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანი იყო  ბოლნისში მდებარე ზედა არხის სარწყავ სისტემაზე დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება. 

შეხვედრაზე მონაწილეებს პროექტის ძირითადი მიზნები, კომპონენტები, განხორციელების ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს.

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით. GRAIL-ის ბიუჯეტი 150 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

პროექტის მიზანია საქართველოს ოთხ რეგიონში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდა, ასევე, ირიგაციისა და მიწის მართვის სფეროში ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები