სამშაბათი, ივნისი 24, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს

7 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში შეხვდა.

2023 წელს, პროგრამის ფარგლებში, ფოლადაურსა და სამწევრისში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სანიაღვრე ქსელის მოწყობა გაგრძელდება სოფელ ბოლნისში.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ზემო ბოლნისში საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი რაოდენობის მოქალაქე არ გამოცხადდა, საქართველოს მთავრობის N 654 დადგენილების შესაბამისად, სოფელში კრება ჩაშლილად გამოცხადდა. დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ზემო ბოლნისში საერთო კრება ხელმეორედ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები