პარასკევი, ივნისი 20, 2025
spot_img
Homeრელიგიაბოლნისის ეპარქია დღეს მეუფის ანგელოზის დღეს ზეიმობს

ბოლნისის ეპარქია დღეს მეუფის ანგელოზის დღეს ზეიმობს


ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა , მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა,  მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა სოსო კოპალეიშვილმა, ბოლნისის ეპარქიის მამებმა და მრევლმა მიულოცეს.
საზეიმო წირვის შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი-დავით შერაზადიშვილი:

– მინდა ბოლნელ მთავარეპისკოპოსს ეფრემს ანგელოზის დღე მივულოცო. ყოველი ბოლნისელი ამაყობს მეუფე ეფრემით, რადგან სწორედ მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა ჩვენი ეპარქიის სულიერი გაძლიერება. მეუფე ეფრემის ცხოვრება და მოღვაწეობა ესაა ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებისა და პრაქტიკაში განხორციელების ნათელი მაგალითი. მეუფემ უკვე დიდი კვალი დატოვა ბოლნისის სულიერ და სეკულარულ ცხოვრებაში. სწორედ მეუფეა ის იერარქი, რომელიც ბოლნისში მართლმადიდებლური ეკლესიის ძირძველ ტრადიციას წარმატებით აგრძელებს და ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მინდა ამ ღვაწილისთვის მას მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი მეუფე ბოლნისისა და სრულიად საქართველოს სასიკეთოდ!

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი:

გილოცავთ მეუფეო ანგელოზის ხსენების დღეს! თქვენ ხართ პიროვნება, რომელთან ურთიერთობის ყოველი წუთი ღირებულია და ადამიანს სიმშვიდეს ჰგვრის.
თქვენი ღვაწლი კი ჩვენს ეპარქიაში ფასდაუდებელია, თქვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგია არაერთი მიძინებული ტაძრის აღდგენა, რელიგიური ცხოვრების გაძლიერება.
მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე!

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები