ბოლნისის აგროცენტრის მიერ წარმოდგენილმა მანქანა- დანადგარებმა საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე,სადაც უამრავი მცირე მარანი და ღვინის მწარმოებლების პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ბოლნისის აგროცენტრიც ჩაერთო და მან პირველად ფართო საზოგადოებას პრაქტიკაში გააცნო ის მომსახურება და სერვისები, რასაც მეწარმეებს ადგილზე სთავაზობს.
როგორც აგროცენტრის მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს მათ მიერ წარმოდგენილმა დანადგარებმა და სერვისებმა საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, აგროცენტრი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს გამოფენებში და კონკურსებში მონაწილეობის მიღებას.შეგახსენებთ რომ ბოლნისის აგროცენტრი 2020 წლის იანვარში დაარსდა, პროექტი ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.
,,აგროცენტრში დასაქმებულ სტაფს ზურგს უმაგრებს სოფლის მეურნეობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება , რომელსაც წარმატებით იყენებენ ბენეფიციარებთან ურთიერთობისას , რაც უკვე აისახება ჩვენს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებში. აღსანიშნავია და მისასალმებელია ის ფაქტი , რომ აქ არაერთი ქალბატონია დასაქმებული , რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საკონსულტაციო საკითხებში . აგროცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: ჭურჭლის გარეცხვის სერვისი – ორთქლის გენერატორით ,( გამოიყენება კასრების , ქვევრებისა და ცისტერნების გასარეცხად) ღვინის გადაღების და გაფილტვრის სერვისს , ღვინის ჩამოსხმას ბოთლებში , დასაცობებას , ეტიკეტირებას და ჩაჩის ასევე ვაკუუმში შეფუთვას ( აღნიშნული სერვისი მოიცავს ხილის , ბოსტნეულის , ყველისა და ხორცის ვაკუუმით შეფუთვას) შეუძლიათ ისარგებლონ ბადე შეფუთვითაც, ეს სერვისი მოიცავს ხილისა და ბოსტნეულის შეფუთვას, ბოლნისის აგროცენტრი მომხმარებელს სთავაზობს პროექტების მომზადებას, იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მსგავსი ლოჯისტიკური ფუნქციის მქონე აგროცენტრი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ამ ვითარების გათვალისწინებით, ბოლნისის აგროცენტრი სასურველია გახდეს საქართველოში აგროცენტრების (ლოჯისტიკის) განვითარებისა და თვითმმართველობის მიერ ბიზნესის მხარდაჭერის წარმატებული მაგალითი.’’ აღნიშნა აგროცენტრის მარკეტინგის მენეჯერმა ნინუცა მუშკუდიანმა.