ქართული საგანმანათლებლო პლატფორმა,,კენწეროს” ბლოგების კონკურსის გამარჯვებული, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის მეათე კლასის მოსწავლე ელენე ჟღეენტი გახდა, მან თემაზე ,,სამოქალაქო აქტივიზმით შეცვლილი სამყარო” ბლოგი მოამზადა. გამარჯვებულს,,კენწეროსგან”პლანშეტური კომპიუტერი გადაეცემა.მისი ბლოგი კი საუკეთესო ბლოგების ,,კენწეროზე”” გამოქვეყნდება.
,,ეს იყო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ,,კენწეროს” ბლოგების კონკურსი, სადაც მივიღე მონაწილეობა და ჩემდა მოულოდნელად გავიმარჯვე. სანამ ბლოგს დავწერდი გავეცანი ,,კენწეროს” გვერდზე ატვისრთულ სესიებს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, შემდეგ დავწერე ამ თემაზე ბლოგი სახელად: სამოქალაქო აქტივიზმით შეცვლილი სამყარო, რომელიც ავტვირთე ბოლნისის რადიო ,,ვივის” გვერდზე. ამ გამარჯვებას არ ველოდი და ახლა ვარ ძალიან ბედნიერი,” ამბობს ელენე ჟღენტი