პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
HomeTVაგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან  და  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული სამხედრო გმირების ასლან შაინიძის, ნოდარ დევნოზაშვილის და საბა დადვანის ხსოვნას პატივი მიაგეს, მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს და ომში დაღუპული გმირების თითოეულ  ოჯახს ფულადი თანხა ათასი ლარი გადასცეს.

2008 წლის 5 დღიან ომს 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედრო მოსამსახურის, 14 პოლიციელის და 3 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 ათასამდე მოქალაქე  საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. საქართველოს ტერიტორიების 20% კი დღემდე  ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები