
✅ სპორტის საერთაშორისო დღე ონლაინ სივრცეში აღინიშნება. წელს ღონისძიების მსოფლიო გზავნილია „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.
✔ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, 2-დან 10 აპრილის ჩათვლით სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ონლაინ სივრცეში საინტერესო აქტივობებს სთავაზობს რამდენიმე მიმართულებით:
✔ ვიდეო კონკურსი:
➡ შექმენით საკუთარი ან ოჯახის წევრის ვარჯიშის ვიდეორგოლი
➡ ატვირთეთ საკუთარ Facebook, Instagram ან Twitter-ის გვერდზე
➡ მონიშნეთ საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ / Sport For All
➡ მიუთითეთ 3 აუცილებელი ჰეშთეგი:
➡ გამოიწვიეთ 2 მეგობარი
➡ გამარჯვებულ ვიდეოს ცნობილი სპორტსმენები გამოავლენენ
✔ ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
➡ შექმენით ნახატი მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:
▶ გენდერული თანასწორობა და სპორტი;
▶ მშვიდობა და სპორტი;
➡ გამოგზავნეთ ნახატი ელ. ფოსტაზე ▶ sportdep@mes.gov.ge
➡ გამარჯვებულები 3 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან (I-IV, V-IX კლასები, X-XII კლასები)
✔ ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის (V-XII კლასები)
➡ დაწერეთ ესსე მოცემული თემებიდან ერთ-ერთზე:
▶ გენდერული თანასწორობა და სპორტი;
▶ მშვიდობა და სპორტი;
➡ გამოგზავნეთ ნაშრომი ელ. ფოსტაზე ▶ sportdep@mes.gov.ge
➡ ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას
➡ გამარჯვებულები 2 ასაკობრივ კატეგორიაში (V-IX, X-XII კლასები) გამოვლინდებიან.
✅ გარდა ჩამოთვლილი აქტივობებისა სამინისტრო ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ონლაინ შეხვედრებს ცნობილ სპორტსმენებთან და ტრადიციულ კამპანიას თეთრი ბარათებით. მშვიდობის სიმბოლოს, თეთრ ბარათს წელს დამატებითი დატვირთვა ექნება:
✔ სპორტსმენებმა სოციალურ ქსელში თეთრი ბარათით გადაღებულ ფოტოსთან ერთად უნდა ატვირთონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში შექმნილი ფონდის ანგარიშის ნომერი და ასე მოუწოდონ საზოგადოებას ქველმოქმედებისაკენ.
✔ თეთრი ბარათის კამპანიაში გამოიყენება შემდეგი ჰეშთეგები:
[:]