ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
spot_img
HomeTVსაინფორმაციო შეხვედრა სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე

საინფორმაციო შეხვედრა სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე

ზამთრის მოახლოებასთან ერთად იმატა სეზონური გრიპის გახშირებულმა შემთხვევებმა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივითა და მერიის ხელშეწყობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა  სეზონური ვირუსით გამოწვეულ გართულებებზე, გრიპის გავრცელების გზებზე და დაავადების პრევენციულ ღონისძიებებზე. შეხვედრის ბოლოს, მედიკოსთა მობილურმა  ჯგუფმა მსურველებს ადგილზე ჩაუტარა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავაც ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ 2025-2026 წლების ვაქცინა არის ფრანგული წარმოების, 4 კომპონენტიანი და მსურველებს  იმუნიზაციის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ აცრის ჩატარება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები