ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზდრისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების 11 საბავშვო ბაღში, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, საბავშვო ბაღებში გაიმართა ღია კარის დღეები, სადაც ახალბედა აღსაზრდელებს, მშობლებთან ერთად, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც პატარები ყოველდღიურად გაატარებენ დროს, თბილ და კომფორტულ გარემოში. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მასშტაბით ახალი სასწავლო წლისთვის 1200-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული.
ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 11 საბავშვო ბაღი და 4 ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრი, სადაც 5 ჯგუფია განთავსებული.





