საოცარია, როგორ შეიძლება ერთი უბრალო იდეა დიდ საქმედ გადაიქცეს. თათია მაღრაძის გზა იწყება საზღვარგარეთ, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც მარტო დარჩნენ უცხო ქვეყანაში, დაუცველ მდგომარეობაში. მათი დახმარების მცდელობამ თათიას პატარა ინიციატივა დიდ მიზნად აქცია — შეექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ასობით ადამიანს უკეთესი მომავლის იმედს ჩაუსახავდა. თათია მაღრაძე სირთულეებმა ვერ შეაჩერა: თავდაუზოგავი შრომით იგი იქცა ქალად, რომელიც დღესდღეობით ბევრი ადამიანისთვის უკანასკნელი იმედია.
-მოგესალმებით, თათია. როგორ გაიხსენებ შენს პირველ სამუშაო გამოცდილებას საზღვარგარეთ? როგორ დაიწყო ყველაფერი?
-მოგესალმებით, დაახლოებით 7 წლის წინ დავიწყე ეს საქმე,როდესაც წავედი საზღვარგარეთ და იქ ყოველდღიურად ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ სამუშაოდ, მაგრამ აეროპორტიდანვე რჩებოდნენ მარტო ქუჩაში და არ ჰყავდათ არავინ. მათი დახმარების სურვილი და შესაძლებლობა იქცა ჩემს მოტივაციად, რომ წამომეწყო ბიზნესი ტურიზმის სფეროში, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ თამამად ვიტყვი – მე ეს შევძელი,დავაარსე კომპანია, რომლის იმედზეც ძალიან ბევრი ადამიანია
–რა იყო ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმ პერიოდში?
-ალბათ, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძნელი ის იყო, რომ ვიცოდი, მოდიოდა ჯგუფი სამუშაოდ, მე მათ უნდა დავხვედროდი, დამებინავებინა და შემდეგ შემექმნა ის სამუშაო პირობა, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა,
–როგორ დააფუძნე ტურისტული კომპანია და რა სირთულეები შეგხვდა წარმატების გზაზე?
-საზღვარგარეთიდან დავბრუნდი საქართველოში, მარტო მომიწია ბრძოლა,სწავლა,ოფისის გახსნა,ვიღებდი რჩევებს, ვისმენდი ჩემზე გამოცდილი ადამიანის გამოცდილებას, ვათენებდი ღამეებს, რომ ჩემს მიზანთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი, რთული იყო უცხო ადამიანების ნდობის მოპოვება,ვუხსნიდი რატომ უნდა აერიჩიათ ჩემი სააგენტო და ასე შემდეგ.
–რით განსხვავდება შენი კომპანია სხვა ტურისტული კომპანიებისგან?
-ვფიქრობ, შედარების გაკეთება არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან,ძალიან ბევრი კარგი კომპანიაა საქართველოში,მაგრამ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი 24 საათი ორიენტირებულია იმაზე, რომ არცერთი მომხმარებელი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ.
-გახსენდება თუ არა ისეთი პერიოდი, როდესაც შენი გუნდი მართლაც უკანასკნელი იმედი აღმოჩნდა ხალხისთვის?
-როდესაც ხალხი გვეუბნება, რომ მათი უკანასკნელი იმედი ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ. ხშირად ისინი ჩვენი ხარჯით მიგვყავს და შემდეგ გვიხდიან ხელფასიდან.
–პანდემიის პერიოდმა ბევრი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა — როგორ შეძელით შენ და შენმა გუნდმა ამ კრიზისის მართვა?
-პანდემია ყველას დიდი ტკივილი იყო. მაშინ მივიღეთ მთელმა გუნდმა ძალიან დიდი გამოცდილება. იყო ისეთი შემთხვევებიც აეროპორტიდან-აეროპორტში გვიწევდა სიარული და ღამეების თენება,დიდი ნერვებისა და მოთმინების ფასად ვაღწევდით საბოლოო შედეგსაც.
–რა მნიშვნელობა აქვს შენთვის სოციალურ პასუხისმგებლობას ბიზნესში?
-ვცდილობ, ჩემი შემოსავალი, რომელიც უფლის დახმარებით მაქვს, გავუზიარო მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ეს პასუხისმგებლობა ყველა ბიზნესმენმა/მეწარმემ მიიღოს.
-რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შენი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს სოციალურად დაუცველ ადამიანებს ახმარ. როგორ და რა გზით ირჩევ ვის დაეხმარო?
-თითქმის ყოველ დღე ხდება ეს, არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ძირითადად ონკო პაციენტებსა ან ბავშვებზე ვართ ორიენტირებული და შემდეგ სხვებზე.
–რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება შენი საქმიანობის მიმართულებით?
-ოცნებაც და მიზანიც მხოლოდ ერთია, რაც ევროკავშირში კომპანიის ლეგალიზაციას ეხება,უფრო ვრცლად ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ.
–როგორი იყო შენი გზა, როგორც ახალგაზრდა ქალისა და ლიდერის?
-იმდენად სწრაფად გავიდა დრო დაწყებიდან დღემდე, ალბათ, თავადაც ვერ გავიაზრე ჯერ სადამდე მივედი,ნამდვილად არ იყო მარტივი ის გზა, რომელიც გავიარე, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ, რამდენჯერმე იყო შემთხვევა მეგონა, დავასრულებდი ამ საქმეს, მაგრამ იმდენჯერვე უფრო წინ მივდიოდი, თითქოს თავიდან ვიბადებოდი და ამ ყველაფერმა მომიყვანა დღემდე, წარმატებული ლიდერი ქალი ტურიზმის მიმართულებით “2025”, ამ ჯილდოს მიღებამ მეტი მოტივაცია მომცა.
–რას ფიქრობ, როგორია ქალების როლი ბიზნესში საქართველოში?
-ძალინ დიდი და წამყვანი როლი უჭირავთ ქალებს არამარტო ბიზნესში, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიაში, ვფიქრობ, რომ ქალებმა მეტი უნდა იაქტიურონ, რადგან მათი ყოფნა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ქალი უნდა იყოს ლიდერი.
–შენი აზრით, რა უნარები უნდა ჰქონდეს ქალ ლიდერს, რომ მსგავს სფეროში წარმატებას მიაღწიოს?
-ტურიზმის სფეროში აუცილებლად უნდა იყო ძლიერი, ენერგიული, არ უნდა გეშინოდეს სირთულის და იმის, რომ შეგეშლება ან ვერ შეძლებ, თუ დაიწყებ ბოლომდე უნდა გახვიდე, საქმისადმი ერთგულება და სიყვარული მწვერვალზე აგიყვანს.
–რას ეტყოდი ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესი დაიწყონ და სხვებს დაეხმარონ?
-თუ ოდნავ მაინც სურვილის ნაპერწკალი არის თქვენში, ეს სურვილები გარეთ უნდა გამოუშვათ და მისცეთ მათ ასრულების საშუალება, არ დარჩეთ სხვის ჩრდილქვეშ, ეცადეთ თავად იყოთ კაშკაშა ვარსკვლავები.
–რა გაძლევს მოტივაციას ყოველდღე გააგრძელო ეს რთული საქმე?
-იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, უკვე მოტივაციაზე აღარ ვფიქრობ. ერთი ადამიანის ნათქვამი მადლობა და დალოცვაც კი საკმარისია, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელო შრომა,
–როგორ ხედავ შენი კომპანიის და შენი საქმიანობის განვითარებას მომდევნო წლებში?
-ჩემი საქმიანობა იმ ეტაპზეა, რომ მალე გასცდება ყველა საზღვარს და ამას მომავალში აუცილებლად გაგანდობთ.
მადლობა და წარმატებები თქვენ!
მარიამ ონიანი

