„თავკიდე“ – ველური ვაზისგან მიღებული საბარძიმე ღვინო

0
290

სიონის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბესარიონმა ველური ვაზი გააკულტურა, გააშინაურა და მისგან არომატული, განსხვავებული ღვინო დააყენა. „თავკიდე“ – ასე უწოდა ვაზს, რომელსაც მევენახეები მხოლოდ დასამყნობად იყენებენ. „მწარეს“ სახელით ცნობილმა ვაზმა სხვა დატვირთვა შეიძინა, მამაომ ტყეში ნანახი ნერგისგან  ვენახი გააშენა, მცირე მოსავლიან, თუმცა უნიკალურ, სამკურნალო და საბარძიმე ყურძენს, მარცვალ-მარცვალ აგროვებს და დიდი რუდუნებით აყენებს ღვინოს. მიღებული მოსავალი მცირეა, თუმცა ეპარქიას, საზიარებლად,  ჰყოფნის. როგორც მამა ბესარიონი გვიამბობს, სწორედ ეს ვაზია ბოძებული უფლის მიერ  ნოეს მიმართ, რომელსაც აღარ იყენებენ სანაყოფოდ. მის ავთენტურობას ამტკიცებს ის, რომ ამ ვაზს შეუძლია აღმოცენდეს  წიპწიდან, (განსხვავებით სხვა დანარჩენი ვაზისგან) როგორც სხვა ბუნებრივი მცენარეები.

წინა სტატია,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე”  რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა