ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ მუშაობის ორი წელი შეაჯამეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ მუშაობის ორი წელი შეაჯამეს. ღონისძიება ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.ანგარიშის მთავარი თემები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების განხორციელება, დასაქმების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება და ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება იყო.ისაუბრეს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის აქტივობებზე, კერძოდ: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაზე, ინდივიდუალური და მხარდაჭერით კონსულტირებებსა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. 2020 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“- შეთანხმებას; დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო. შერჩეულ კანდიდატთა ჯგუფები უკვე გაემგზავრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.გარდა ამისა, 2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმდა შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულება. საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით მოლაპარაკებები და სამუშაოები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც. ანგარიშში საუბარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იყო. კერძოდ , იგეგმება განახლებული შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (LMIMS) შექმნა და სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება. ასევე, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმილია დასაქმების ხელშეწყობის სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს ანგარიშს, მთავარი თემა სოციალური შემწეობები, სახელმწიფო პენსია, სოციალური პაკეტები და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარებები იყო.ანგარიში ყურადღება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზეც იყო გამახვილებული.კერძოდ, COVID-19-ის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით 2020 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფულად გასაცემლებთან მიმართებაში გამოცხადებულია მორატორიუმი.მოსახლეობის სიღარიბისა და სოციალური რისკების შემცირების მიზნით ქვეყანაში კვლავ უწყვეტად ხორციელდება სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით, საარსებო შემწეობით, სოციალური პაკეტით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალური შეღავათებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახების (ოთხი და მეტი 18 წლამდე ბავშვი) ელექტროენერგიის ყოველთვიური შეღავათით უზრუნველყოფა. ასევე მიზნობრივი ჯგუფებისათვის გრძელდება სოციალურ სერვისებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამები. 2021 წლიდან ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის წესი, რომლის თანახმადაც ყოველწლიურად გაიზრდება პენსია. 2021 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაორმაგდა ბავშვის ბენეფიტიც, რომელმაც 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2021 წლის 1 იანვრიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი დამტკიცდა.ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ასევე ბავშვის მამას.ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მარტყოფის და დუშეთის შშმ პირთა პანსიონატების დახურვა და ბენეფიციართა ალტერნატიულ სერვისებში განთავსება.ანგარიშის მთავარი თემა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამაც იყო.პროგრამის მიზანი, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით, საქართველოს რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები