ხელოვნებისა და ფუნქციონალურობის საუცხოო შერწყმა, ,ავეჯის მაღაზიაში დანახული ვინტაჟური აბაჟურის ინსპირაციიდან დაწყებული საქმიანობა, რომელიც სივრცეს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს, პროფესიით იურისტის, სამი შვილის დედის ჰობი, რომელიც დღეს მისთვის, ერთ-ერთ საყვარელ საქმედ იქცა. რუსკას ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ცნობისმოყვარეობამ და შემოქმედებითმა ხედვამ გზა გაუხსნას ახალ შესაძლებლობებს. მისი ხელნაკეთი სანათები, რომლებიც ცეცხლგამძლე პანელზე გადაკრული მოხატული ან დაპრინტული ნაჭრისგან მზადდება, არა მხოლოდ ოთახს ანათებს, არამედ უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის და განწყობას აუმჯობესებს. რუსკა სვანიძე გვიზიარებს გზას იურისტობიდან ხელოვან-მეწარმემდე, როგორ დაეუფლა საჭირო ცოდნას, როგორია მისი შემოქმედებითი პროცესი და რა გეგმები აქვს მომავლისთვის.