შაბათი, ნოემბერი 8, 2025
spot_img
HomeTVბოლნისის ძიუდოს სკოლამ საბა დადვანის სახელობის ტურნირს უმასპინძლა

ბოლნისის ძიუდოს სკოლამ საბა დადვანის სახელობის ტურნირს უმასპინძლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზი, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს მეთექვსმეტედ მასპინძლობს. ჩემპიონატი, ათ წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც 2011 -2012 წლებში დაბადებული ჭაბუკი ძიუდოისტები ასპარეზობენ. შეჯიბრში სამასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ორდღიან საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრის გამარჯვებულები და პრიზიორები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ავთადილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვა. ტურნირი თასებით, მედლებით და დიპლომებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უზრუნველყო, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცემათ.ასევე, ორ წონით კატეგორიაში, ყველაზე ტექნიკური ძიუდოისტისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზი, საბას თასი. შეგახსენებთ, რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი, მრავალი ტურნირის ჩემპიონი და 60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს პრიზიორი იყო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები