დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა 4 საბავშვო ბაღი დაათვალიერა და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული საჭიროებები საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და პერსონალისგან მოისმინა.
ოთხივე საბავშვო ბაღში ძირითად საჭიროებას ეზოს კეთილმოწყობა და გარე ინფრასტრუქტურის განახლება წარმოადგენს.
როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს აღსაზრდელებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
ზამურ ჭითანავა: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღი დავათვალიერე და იქ არსებული საჭიროებები ბაღის პერსონალისგან პირადად მოვისმინე. ძირითადი საკითხი საბავშვო ბაღების გარე ინფრასტრუქტურისა და გასართობი სივრცის განახლებას უკავშირდება.
მოგეხსენებათ, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ საბავშვო ბაღში იწყება ჩვენი მომავალი თაობის ჩამოყალიბება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ აღსაზრდელს ჰქონდეს უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული კომფორტული გარემო.








