დღეს ბოლნისში 2023-2024 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალი მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, 48 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა. თითოეულ მათგანს მიულოცა დაუღალავი შრომის შედეგად მიღებული ჯილდო და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.







