ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა დასრულდა

ბოლნისში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა დასრულდა

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური დაათვალიერა.

„ბოლნისის გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომელიც  2024 წლის ნოემბერში დაიწყო, უკვე დასრულებულია.  ობიექტი ოპერირებას წლის ბოლოს შეუდგება. ახალი გადამტვირთავი სადგურის მომსახურებით, მუნიციპალიტეტებისთვის დაიზოგება ტრანსპორტირების ხარჯები. გამართული ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია გარემოს უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ.

პროექტის ბიუჯეტმა 1 820 300 ლარი შეადგინა.

გადამტვირთავი სადგური ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნარჩენები მარნეულის არსებულ ნაგავსაყრელზე იტვირთება. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ობიექტის გახსნისთანავე, მარნეულის არსებული ნაგავსაყრელი, კანონის შესაბამისი ნორმების დაცით, დაიხურება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები