სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
spot_img
HomeTVასურეთის ღვინის ფესტივალმა რეგიონის მეღვინეებს უმასპინძლა

ასურეთის ღვინის ფესტივალმა რეგიონის მეღვინეებს უმასპინძლა

სოფელი ასურეთი – ადგილი, რომელიც ისტორიის, კულტურისა და ინოვაციის შერწყმით იპყრობს საერთაშორისო ყურადღებას და ტურისტული  განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ამჯერად ღვინის სიყვარულით გაერთიანებულ ასობით სტუმარს მასპინძლობდა. დღის მთავარი გმირები კი ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მეღვინეები იყვნენ. მეღვინეები, რომლებიც ძველი თაობების გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებთან თამამად აერთიანებენ. 40-მდე მეღვინემ საკუთარი ღვინო სადეგუსტაციოდ გამოიტანა, აქედან ზოგი მრავალწლიანი გამოცდილებით, ზოგიც  ახალი, სტარტის მღელვარებით.

ასურეთის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინოები, გაცნობოდნენ ახალ მარნებს, დაეთვალიერებინათ გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები და მონაწილეობა მიეღოთ, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.

ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და წამყვანმა, მეღვინემ გურამ ავქოფაშვილმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის რუკაზე ქვემო ქართლი საპატიო ადგილს იკავებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, ქვემო ქართლის მეღვინეთა და მევენახეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წარდგენა და საუკეთესო ღვინოების გამოვლენა იყო, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.  პირველი ადგილი ბოლნისელმა მეღინემ გოგიტა ყურაშვილმა, 2023 წლის მოსავლით „ასურეთული შალა“ დაიკავა.

ფესტივალი გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით, ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანება, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  აგროცენტრთან და ბან ჰოფთან პარტნიორობით ჩატარდა, ფინანსურად კი, ღვინის ეროვნული სააგენტო,  შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო და ორგანიზაცია ჰელვიტასი უზრუნველყოფდა.

ასურეთის ღვინის ფესტივალი, რომელიც სიმბოლურად, პატარა ისტორიულ სოფელში გაიმართა და თავისი მნიშვნელობით  ღვინით დაინტერესებულ უამრავ ადამიანს მოუყარა თავი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვემო ქართლი, მხოლოდ ვენახების მხარე კი არა, ქართული მეღვინოების ერთ-ერთი ძლიერი ბირთვია.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები